|
2022-07-06 00:57:38, 2339 ნახვა
საზოგადოება
რა უნდა ვიცოდეთ ვარიკოზის შესახებ?
ვენური კედლების დათხელება, სარქველების ფუნქციის მოშლა და ვენურ სისტემაში სისხლის შეგუბება - ვარიკოზს იწვევს. შესაძლოა, ეს დაავადება ადამიანის სხვადასხვა ორგანოზე განვითარდეს, თუმცა ის ყველაზე ხშირად ქვედა კიდურებში მიმდინარეობს. მას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: ფეხების შეშუპება, სიმძიმისა და წვის შეგრძნება, რომელიც ძირითადად ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შედეგად იჩენს თავს. რა იწვევს ვარიკოზს? ვარიკოზი ვენების პათოლოგიური გაგანიერებაა. დაავადების განვითარებას სხვადასხვა ფაქტორი უწყობს ხელს. მისი გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს, მათ შორის არის: სიმსუქნე, ასაკი, ორსულობა და ტრავმები. გარდა ამისა, ვარიკოზის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზებია - მემკვიდრეობა და ისეთი პროფესიები, რომლებიც ფეხზე დიდხანს დგომას მოითხოვს. ვარიკოზის მკურნალობა თანამედროვე მედიცინაში ვარიკოზის მოვლისა და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდია ცნობილი. მათ შორის გავრცელებულია: ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, სკლეროთერაპია, მედიკამენტების გამოყენება და კომპრესიული თერაპია. იქიდან გამომდინარე, რომ კომპრესიული წინდები არის ვარიკოზის მოვლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება, მათ მომხმარებლები აქტიურად ატარებენ. წინდების გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებით შეგიძლიათ. მაგალითად, თუ ფეხებში შეშუპება,დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნება გაწუხებთ, საპროფილაქტიკო წინდები შეგიძლიათ გამოიყენოთ . კომპრესიული ტრიკოტაჟი ეფექტურია თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით, ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე მათი ტარება რეკომენდებულია ხანგრძლივი მგზავრობის დროს. ვარიკოზის ამოცნობა მარტივად არის შესაძლებელი, ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, დროულად მიმართეთ ანგიოლოგს.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)