22:56 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 13:14:25, 654 ნახვა

ეკონომიკა
კალაძის ინფორმაციით, პირველ მარტამდე გახდება ცნობილი, რამდენი ხნით გადავადდება გაზის ტარიფის ზრდა

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის ინფორმაციით, „სოკართან“ მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა ამ ეტაპზე გაზის გაძვირება არ მოხდეს.

მინისტრის თქმით, პირველ მარტამდე გახდება ცნობილი, რამდენი ხნით გადავადდება გაზის საფასურის ზრდა.

„გაზის გაძვირებასთან დაკავშირებით საუბარი, მხოლოდ კომერციული ობიექტებისთვის იყო, გარდა პურის საცხობებისა, ეს კი ლარის კურსის ცვალებადობიდან გამომდინარეობდა. ყველაზე სერიოზული პრობლემები „ყაზტრანსგაზსს“ შეექმნა და ასევე თბილისში არსებულ ლიცენზიის მქონე კომპანიებს, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობას ბუნებრივი აირით ამარაგებს. შესაბამისად მათ გააკეთეს განაცხადი, რომ კურსის ცვალებადობიდან გამომდინარე აუცილებელი იყო კომერციულ ობიექტებზე მომხდარიყო ფასის ზრდა, თუმცა მოხდა „სოკართან“ საუბრის დაწყება და ჩვენ განვიხილავთ გამოინახება თუ არა რაიმე შესაძლებლობა, რომ ამ ეტაპზე „სოკარის“  დახმარებით გაზის გაძვირება არ მოხდეს“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის გაუფასურებიდან გამომდინარე, სერიოზული პრობლემები შეექმნათ ასევე თბოელექტროსადგურებს, რადგან ისინი ელექტროენერგიას ბუნებრივი აირით გამოიმუშავებენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics