23:56 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-04 16:20:07, 1520 ნახვა

ომი უკრაინაში
ზმეინის კუნძულზე უკრაინის დროშა აღიმართა

 შავ ზღვაში მდებარე ზმეინის კუნძულზე უკრაინის დროშა აღიმართა.  სამხედროების ცნობით, რუსული ძალები სტრატეგიული წერტილიდან კვირას გავიდნენ.

ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის გასვლამ  კუნძულიდან უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე შეიძლება შეამსუბუქოს მისი ბლოკადა უკრაინის პორტებზე.

"სამხედრო ოპერაცია დასრულდა და... ტერიტორია  დაუბრუნდა უკრაინის იურისდიქციას", - განაცხადა პრესკონფერენციაზე უკრაინის სამხრეთ სამხედრო სარდლობის სპიკერმა ნატალია ჰუმენიუკმა.

 როიტერსი დიპლომარიურს კორპუსზე დაყრდნობით წერს, რომ  ეს ჯერ კიდევ არ არის  საკმარისი უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ტრანზიტის დასაშვებად.

„ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობები (სამხედრო გემები, საზღვაო თავდაცვის სისტემები და საჰაერო უპირატესობა), რაც მათ საშუალებას მისცემს შეაჩერონ გემების გადაადგილება“, - თქვა დიპლომატმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
Anchorსოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა თბილისში
მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გამოვლინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics