07:27 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-04 12:05:26, 1319 ნახვა

ეკონომიკა
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ბორჯომში სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა

"საქართველოს ბანკი" ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ბორჯომში, სოფელ ტბაზე სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 20,000 ლარი შეადგინა.
 
„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, წარმატებით დავასრულეთ სასტუმროს რეაბილიტაცია. ამჟამად სასტუმრო სტუდიოს ტიპის ოთახებით დაკომპლექტებულ 4 კოტეჯს და აუზს აერთიანებს. სამომავლოდ, გვსურს მეტად გავაფართოვოთ ბიზნესი და ეზოში დამატებითი სივრცეები მოვაწყოთ, სადაც დამსვენებლები შეძლებენ დროის მშვიდად და კომფორტულად გატარებას“, - აცხადებს სასტუმროს ხელმძღვანელი, ზურაბ სიმონიშვილი.

„საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერის მიზნით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ფინანსურ მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ხელი შევუწყოთ ბორჯომში არსებული სასტუმროს სამომავლო განვითარებას. საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით აქტიურად გააგრძელებს ფინანსურ მხარდაჭერას“,- განაცხადა "საქართველოს ბანკის" მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა, გიორგი ბოჩიკაშვილმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics