22:00 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-03 22:10:47, 1194 ნახვა

საზოგადოება
მარი მახარაძე - მივმართავ მთავრობას და ოპოზიციას, არაფერს წარმოადგენთ ქართველი ხალხის გარეშე

 9 აპრილს გაერთიანებული ქართველი ერი საკუთარი სისხლის ფასად მედგრად დადგა დედამიწაზე ყველაზე დიდი მონსტრის წინაშე,- აცხადებს მარი მახარაძე 9 აპრილის გმირი, რომელმაც აქციის მონაწილეებს მიმართა.

მისივე თქმით,საქართველოს დამოუკიდებლობა ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო წინა თაობის საზოგადოებისათვის.

" ეს იყო ყველაზე მტკივნეული და ყველაზე ამაყი პერიოდი. ახალგაზრდები ვიყავით, ვიდექით ეროვნული გმირების გვერდით. გვჯეროდა, რომ სამყაროს შევცვლიდით. დღეს ხშირად ისმის კითხვა არ გეშინოდათ? მახსოვს სისხლით მორწყული რუსთაველი. არც ამ დღის გმირს ეკა ბეჟანიშვილს ეშინოდა, რომელმაც აქციის წინა დღეს დღიურში ჩაწერა- ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს? დღეს არც ამ მოვლენების ცოცხალ მემატიანეს, ლელა ვეფხვაძეს ეშინია დღეს იგი უსამართლობასთან ბრძოლაში შიმშილობას მიმართავს. არც აფხაზეთში ეშინოდათ. სამშობლოს სიყვარული შიშით ვერ იქნება ან გიყვარს შენი ქვეყანა, ან არა. დღეს მე ქართველი ემიგრანტების დიდი არმიის ჯარისკაცი ვარ.პირველ რიგში რასაც ყველას ვპასუხობთ, ეს ჩვენი ეროვნებაა. მივმართავ მთავრობას და ოპოზიციას, არაფერს წარმოადგენთ ქართველი ხალხის გარეშე"- აცხადებს მარი მახარაძე.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, აქცია „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს.  სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

დღეს პროტესტი ახალ ეტაპზე გადავა - აქციის მონაწილეების ნაწილი გეგმავს, რომ არ დაიშალოს და პარლამენტის წინ ღამე გაათენოს. 

აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "სირცხვილიაა" და "შინ ევროპისკენ" არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics