|
2022-07-03 14:22:55, 1338 ნახვა
საზოგადოება
გიგა მაქარაშვილი - ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რუსთაველზე მთელი ღამე დავრჩეთ
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რუსთაველზე დავრჩეთ მთელი ღამე,- ამის შესახებ მოძრაბა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა მაქარაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ რაიმე პროვოკაციის მოწყობას ეცდება ეს კიდევ უფრო დააჩქარებს დასასრულს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რუსთაველზე დავრჩეთ მთელი ღამე. იმის მიუხედავად, რომ კარგი ამინდია, მაინც წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი. ადგილზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები ცხელი სასმელით. ეს იქნება ძალიან საინტერესო ღამე, იმიტომ, რომ გვაქვს ეკრანი და გავა საინტერესო ფილმები. ასევე იქნება ბევრი საინტერესო კუთხე, სადაც იქნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ილაპარაკებენ მოქალაქეებთან.ჩვენ როგორც 20 ივნისს დავიწყეთ პოლარციზაციის დასრულება, როდესაც იქ სხვადასხვა გემოვნების ხალხი ერთად დავდექით ისე, რომ ერთი ინციდენტი არ მომხდარა, ამაღამაც ასე იქნება. გვექნება ბევრი საინტერესო კუთხე, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მოსაწყენად არავის ეცლება.ბევრს ვილაპარაკებთ ევროპის სიკეთეზე და ბევრს გავიხსენებთ იმ საზიზღრობას, რაც რუსეთს უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ვიქნებით და როცა ბევნი ვართ ვერავინ ვერ მოგვეკარება. ასე რომ, საერთოდ არაფრის შეგეშინდეთ. თუ რაიმე პროვოკაციის მოწყობას ეცდება „ქართული ოცნება“ ეს კიდევ უფრო დააჩქარებს დასასრულს“, - განაცხადა მაქარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს 3 ივლისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან. სახალხო მოძრაობა „შინ ევროპისკენ" ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვს, ქვეყნისთვის ისტორიულად მნიშვნელოვან მომენტში, სახელმწიფო ინტერესების გათვალიწინებით, დათმოს აღმასრულებელი ხელისუფლება და სრულიად კონსტიტუციურად გადასცეს "ეროვნული თანხმობის მთავრობას - ევროკავშირისთვის".
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)