22:04 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-03 12:09:28, 974 ნახვა

საზოგადოება
ძველ თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ძველ თბილისში, აბანოს ქუჩა N23-ის მიმდებარედ არსებულ კულტურული მემკვიდრეობის მქონე ძეგლს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ადგილზე შესრულდა ხარაჩოებისა და დამცავი ბადის მოწყობა, აივნების ხის დაზიანებული ელემენტების დაშლა/განახლება, გაწმენდა, შეკეთება და მონტაჟი. ასევე, შეიცვალა ხის საყრდენი დგარები და მოეწყო საყრდენები. სახლს მოსაპირკეთებელი სამუშაოები ჩაუტარდა, შეიღება ლითონის კონსტრუქცია და სახურავი სრულად შეკეთდა. ასევე, აივნებზე მოეწყო რიკულები.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ სახლს აქამდე არ ჰქონდა საწვიმარი ღარები, რის გამოც სახურავიდან მომდინარე წვიმის წყალი აივნის ხის ელემენტებს აზიანებდა. რეაბილიტაციის შემდეგ მოეწყო წვიმის წყლის გადასაყვანი ღარები, რითაც აივნის ელემენტები დაცული იქნება მომდინარე ნალექისა და შემდგომი დაზიანებისგან.

„აბანოს N23-ში მდებარე სახლი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო, ახლა კი საცხოვრებლად უსაფრთხოა. ასევე, ვიზუალურად უფრო მშვენიერს ხდის მიმდებარე ტერიტორიას. ძველი თბილისის არსებული იერსახის შენარჩუნება და თაობებისთვის გადაცემა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჩვენს მიერ განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, სახლს ავთენტურობა სრულად შეუნარჩუნდა“, - აღნიშნავს ბექა მიქაუტაძე.

პროექტისთვის კრწანისის რაიონის გამგეობის მიერ 106 000 ლარი დაიხარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics