|
2022-07-01 11:02:55, 1067 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით პროექტისთვის "ბინადარი ლისზე“ 2.25 მლნ ევროს ინვესტიცია განხორციელდა
„საქართველოს ბანკი“ დეველოპერული სექტორის წახალისებასა და პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ბინადარის“ პარტნიორობის შედეგად ლისზე, ტაბიძის 41 ნომერში, ა და ბ ბლოკების მშენებლობა განხორციელდა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 3.3 მილიონი ევროა, ბანკის წილი კი 2.25 მილიონ ევროს შეადგენს. "ბინადარი ლისზე" 2 საცხოვრებელი ბლოკისაგან შემდგარი ეკო პროექტია, რომელიც მდებარეობს ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე, ლისის ტბის მიმდებარედ. ბ ბლოკი 11 სართულიანი საცხოვრებელი სახლია. -1 სართულზე განთავსებულია ავტოსადგომი, ხოლო I სართული ეთმობა კომერციულ ფართს. ჯამურად სარეალიზაციო ფართი 10 000კვ.მ-ს მოიცავს. „მოხარული ვართ რომ ჩვენს ერთგულ პარტნიორთან ერთად მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთი პროექტი განგვეხორციელებინა. ჩვენ ბანკთან 2018 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ დროის განმავლობაში უკვე რამდენიმე პროექტი დავასრულეთ. მათ შორის „ბინადარი ჟვანიაზე“. აღსანიშნავია, რომ ბანკის დახმარებით კომპანიამ შეძლო, პანდემიის დროს, 2 წლიანი პერიოდი ისე გაევლო, რომ შეენარჩუნებინა დასაქმებული ადამიანები და არ გაეჩერებინა მშენებლობის პროცესი. ბინადარს გამოარჩევს ის რომ ბრენდის დაარსების დღიდანვე ვიცოდით, ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი, რითაც მომავალი მობინადრეების ყურადღებას მივიპყრობდით, ერთმნიშვნელოვნად უნდა ყოფილიყო ხარისხი. ამასთანავე ჩვენი იმიჯის განმსაზღვრელი ფაქტორებია ადგილმდებარეობა, სანდოობა, ხელმისაწვდომი ფასი და დათქმული ვადები. კომპანია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ახალი და უფრო მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად. ჩვენი მთავარი ამოცანაა ავირჩიოთ ყოველთვის ისეთი მდებარეობა, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი და კომფორტული იქნება ჩვენი პოტენციური მობინადრეებისათვის“,- განაცხადა გიორგი ტალახაძემ, კომპანიის დირექტორმა. „ყოველთვის სასიამოვნოა, როა ჩვენს პარტნიორთან ერთად ახალი პროექტს წარმატებით ვახორციელებთ. სწორედ ასეთი პროექტია „ბინადარი ლისზე“. კომპანია არასდროს ჩერდება და მუდმივად ფიქრობს განვითარებაზე. ამის დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ კომპანიას უკვე აქვს სამომავლო გეგმა და ეს არის ახალი საცხოვრებელი ბლოკების მშენებლობა ისანში - „ბინადარი ისანში“; ახალი პროექტი „ბინადარი საირმეზე“ და „ბინადარი ვერაზე“. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ კომპანიას და მოხარული ვართ, რომ „ბინადარის“ განვითარებაში ჩვენი მოკრძალებული წვლილიც არის“,- განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი წეროძემ.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)