22:57 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-30 16:44:28, 635 ნახვა

საზოგადოება
30 ივნისი დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღეა

30 ივნისს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს აღნიშნავს. წეროვანში, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში სპორტული ღონისძიებების კვირეული ოფიციალურად დაიხურა. სპორტის 7 სახეობაში მოასპარეზე დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს სიგელები გადაეცათ. მათ სიმბოლური საჩუქრები „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდმაც“ გადასცა. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
  
წეროვანში პარა-სპორტის შვიდ სახეობაში შეჯიბრებები მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაჭრილმა სამხედროებმა საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები კალათბურთში, სხვადასხვა დისტანციაზე სირბილში, სროლაში, მაგიდის ჩოგბურთში, პარაფრენბურთში, ძალოსნობასა და როუმინგში გამოსცადეს. ღონისძიებების ფარგლებში, დაჭრილი სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღეც გაიმართა. კვირეული საზეიმო კონცერტით დასრულდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2021 წლიდან აღნიშნავს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სახელმწიფო დაშავებული მებრძოლების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics