|
2022-06-30 12:03:07, 1454 ნახვა
ომი უკრაინაში
გარეთა ფრონტი - როგორ მუშაობს უკრაინული დიპლომატია რუსეთთან ომის დროს
ნიუ-იორკის დროით, 23 თებერვალს, საღამოს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის შემდეგ აეროპორტისკენ მიემგზავრებოდა, რათა უკრაინაში დაბრუნებულიყო. ვლადიმერ პუტინის ვიდეომიმართვას რომელშიც მან უკრაინაში შეჭრა გამოაცხადა, კულებამ მანქანაში ყოფნისას უყურა, უკრაინის ქალაქებზე პირველი სარაკეტო დარტყმის შესახებ ამბებს ის უკვე აეროპორში თვითმფრინავში ასვლამდე გაეცნო. სტამბოლიდან კიევში გადასასვლელად ფრენა 10 საათი უნდა გაგრძელებულიყო. მინისტრს 2 არჩევანი ჰქონდა: დარჩენა ნიუ-იორკში და დისტანციურად ემუშავა, ან დაბრუნებულიყო კიევში, ასეთ კრიტიკულ მომენტში. საბოლოოდ უკრაინაში დაბრუნება გადაწყდა.
24 თებერვლიდან უკრაინული დიპლომატია, ისევე როგორც ქვეყნის ცხოვრების ყველა სხვა სფერო, საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. დიპლომატიური ფრონტი აქტიურად ეხმარება რეალურ ფრონტს შეიარაღებული ძალების მიწოდებაში პარტნიორი ქვეყნებიდან საჭირო იარაღით, მუშაობს სანქციებით აგრესორის დასუსტებაზე და ქვეყნის ნორმალური ცხოვრების შესანარჩუნებლად ფინანსურ დახმარებას აწარმოებს. სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხმად რწმუნდებიან, რომ მთავარი უკრაინელი დიპლომატი ახლა პირადად პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია. რბილი და გამარტივებული ფორმულირებებით, თავად ზელენსკის მიერ არჩეული საგარეო პოლიტიკის სტილი სერიოზულად განსხვავდება „კლასიკური დიპლომატიისგან“, „პრეზიდენტი, თუნდაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან დახურულ მოლაპარაკებებზე, პირდაპირ და მკაცრად საუბრობს: ჩვენ გვჭირდება ასეთი და ასეთი იარაღი, ასეთი რაოდენობით, ამ თარიღისთვის, ასეთი მიზნებისთვის. თქვენ დაგპირდით, რომ მოგვცემთ ამას და ამას - მათ გააკეთეს. არ მოგვცემთ, რატომ რა არის მიზეზი?" - აცხადებს პრეზიდენტის აპარატის ერთ-ერთი ფუნქციონერი. ასეთი მკაცრი მეთოდების ეფექტურობაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, რომელსაც უკრაინული დიპლომატია იყენებს როგორც საჯარო, ისე დახურულ კარს მიღმა. „ამჟამინდელი სამთავრობო გუნდი ყოველთვის სკეპტიკურად იყო განწყობილი კლასიკური დიპლომატიის მიმართ და ომმა მათ საშუალება მისცა გამოეყენებინათ მათი საყვარელი მიდგომა „არადიპლომატიური დიპლომატია“,- აღნიშნავენ ექსპერტები. ამ მიდგომის ყველაზე ნათელი მაგალითია ევროკავშირის მთავარი ქვეყნის, გერმანიის კრიტიკა უკრაინას არასაკმარისი დახმარებისთვის და, პირიქით, აგრესორი ქვეყნის მიმართ ზედმეტი „სირბილის” გამო. უკრაინის ელჩი ანდრეი მელნიკი, რომელიც რეგულარულად აძლევს საკუთარ თავს უფლებას პირდაპირ დაესხას თავს გერმანიის ხელმძღვანელობას, დიდ რეზონანსს იწვევს ადგილობრივ და არამარტო ადგილობრივ მედიაში.
მაგრამ თავად ოფიციალური კიევიც უკიდურესად მკაცრი იყო - მაგალითად, უარი თქვა გერმანიის პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტზე. უკიდურესად მცარი იყო პირადად ზელენსკიც. მარტის შუა რიცხვებში ბუნდესტაგის წინაშე გამოსვლისას ძალიან არადიპლომატიური ხერხის გამოყენებით მიმართა პარტნიორს „თქვენ თითქოს ისევ კედელს მიღმა ხარ - დიახ, არა ბერლინის უკან, არამედ ევროპის შუაგულში. თავისუფლებასა და მონობას შორის. და ეს კედელი ძლიერდება ყოველი ბომბით, რომელიც ეცემა ჩვენს მიწაზე და ყოველი მიუღებელი გადაწყვეტილებით, რომელსაც ჩვენი დახმარება შეუძლია“. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, შედეგი მიღწეულია: გერმანიამ მხარი დაუჭირა უკრაინის კანდიდატის სტატუსს, იარაღის მიწოდება სულ უფრო მატულობს და კანცლერი ოლაფ შოლცი პირდაპირ საუბრობს მზადყოფნაზე, დაეხმაროს უკრაინას, იქამდე სანამ ეს საჭირო იქნება. ზელენკისა და მელნიკისგან განსხვავებით, უკრაინის ელჩს შეერთებულ შტატებში და ყოფილ ფინანსთა მინისტრს, ოქსანა მარკაროვას, დიპლომატიის განსხვავებული სტილი აქვს.
„ოქსანა იყენებს თავის კავშირებს და ნაცნობებს კონგრესმენებთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მაღალჩინოსნებთან. ის ვაშინგტონში არ ჩამოსულა რამდენიმე სამსახურისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება ფინანსებს და სანქციებს. გერმანიისგან განსხვავებით. მაგალითად, ამერიკელ პოლიტიკოსებს არ სჭირდებათ ორჯერ ახსნა და ეს აშკარად ამარტივებს ელჩის მუშაობას“, - განმარტავენ მინისტრთა კაბინეტში. ომის დროს ეროვნული პარლამენტებისადმი მიმართვა გახდა ზელენსკის საგარეო პოლიტიკური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი „ხრიკი“. პრეზიდენტი არ აპირებს უკრაინის საზღვრების დატოვებას, ამიტომ პირადი მოლაპარაკებების წარმოება მხოლოდ კიევში შეუძლია, სადაც უცხოელ დიპლომატებს ომის საწყის ეტაპზე ჩასვლა ეშინოდათ. მსგავსი გამოსვლების ძიებაში ჩართულები არიან შესაბამისი საელჩოს, პრეზიდენტის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალისტები, რომლებიც ცდილობენ გზავნილები თითოეულ კონკრეტულ ქვეყანას მოარგონ, ადგილობრივი დეპუტატებისთვის გასაგები პარალელები გაავლონ. აქტიურ მონაწილეობას უცხოური აუდიტორიის წინაშე გამოსვლების მომზადებაში იღებს, პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობებში ანდრეი სიბიგა, რომელიც პრაქტიკულად ყველა მოლაპარაკებაში პირადად მონაწილეობს. ზოგადად, რომ განვიხილოთ პრეზიდენტმა უკრაინის დიპლომატიას რამდენიმე დავალება მისცა: ნომერ პირველი იარაღია, მეორე - სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, მესამე – კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში და მეოთხე – ფინანსური დახმარება. ამასთან, ომის დროს ზოგიერთი დიპლომატიური მიმართულება უკანა პლანზე გადავიდა. მაგალითად, რუსეთთან მოლაპარაკებები. მარტის ბოლოს, როდესაც უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები ერთმანეთს სტამბულში შეხვდნენ, მშვიდობიანი მოგვარების პირობების განხილვა მნიშვნელოვანი ამოცანა ჩანდა. ახლა ეს თემა ფაქტობრივად ამოღებულია დღის წესრიგიდან - კიევში, მოსკოვში და დასავლეთის დედაქალაქებში მშვენივრად ესმით და ხშირად ღიად საუბრობენ, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერი მხოლოდ ბრძოლის ველზე გაირკვევა. გარდა ამისა, უკრაინის მიერ ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების მოპოვების შესახებ მოლაპარაკებები დღის წესრიგიდან არ ამოღებულა, ეს თემა რეგულარულად განიხილება უმაღლეს დონეზე. ამის შესახებ ანდრეი ერმაკმა დეტალურად მაისის დასაწყისში განაცხადა. ამ ამოცანების პრაქტიკულ განხორციელებას აქტიურად მისდევს, პრეზიდენტის აპარატი და მისი ხელმძღვანელი. თავად ერმაკი საჯაროდ საკუთარ თავს „პრეზიდენტის მენეჯერს” უწოდებს - რითიც აიხსნება მისი პირადი მონაწილეობა სხვადასხვა ინიციატივაში, სამუშაო ჯგუფსა და მოლაპარაკების ფორმატში, მათ შორის დიპლომატიური მიმართულებით. რეგულარულად მუშაობს ამერიკელებთან მოლაპარაკების „ბილიკიც“, სადაც უკრაინას წარმოადგენენ ერმაკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, ხოლო აშშ-ს, შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი და გაერთიანებული შტაბის უფროსი მაიკ მილი. განხილვის მთავარი თემა უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდებაა. პარალელურად მუშაობს იერმაკ-მაკფოლის ჯგუფი, რომელიც ავითარებს სანქციების პოლიტიკას და მოიცავს ორმოცდაათამდე უკრაინელ და უცხოელ ექსპერტს სხვადასხვა დარგში.
პრეზიდენტის აპარატი და საგარეო საქმეთა სამინისტრო კოორდინაციას უწევენ თავიანთ დიპლომატიურ საქმიანობას, კერძოდ, საინფორმაციო ასპექტში - მესიჯების მომზადება გარე კომუნიკაციისთვის. შეხვედრებში ზოგჯერ სხვა ორგანოების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ: თავდაცვის სამინისტრო, ციფრული განვითარების სამინისტრო, სპეცსამსახურები. ამ მიმართულებით მუშაობაში მონაწილეობენ პრემიერ მინისტრი, უმაღლესი რადას ხელმძღვანელი და ცალკეული სახალხო დეპუტატები, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან. პირდაპირ საჯარო და არასაჯარო დიპლომატიას „ადგილზე“ ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო - ერთადერთი ორგანო, რომელსაც აქვს ამისათვის შესაბამისი შესაძლებლობები. სრულმასშტაბიანი ომის პირველ თვენახევრის განმავლობაში სამინისტრო დისტანციურად მუშაობდა - მისი შენობა მიხაილოვსკაიას მოედანზე აშკარა სამიზნეს ჰგავდა. მიუხედავად ამისა, ომის პირველ, ურთულეს ფაზაში შესაძლებელი გახდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნება. თავად პრაქტიკაში საელჩოებთან მუშაობა საინფორმაციო სფეროში შემდეგნაირადაა აგებული. სამინისტრო შეიმუშავებს ოპერატიული ნარატივების პაკეტებს კომუნიკაციაში გამოსაყენებლად და აგზავნის მათ საელჩოებში კვირაში ერთხელ ან ორჯერ. ისინი, თავის მხრივ, ეყრდნობიან მათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მედიასთან, საზოგადოებრივი აზრის ლიდერებთან და სოციალურ ქსელებში მუშაობას. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესახებ უამრავი მასალა სხვადასხვა ენაზეა განთავსებული war.ukraine.ua რესურსზე, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო აკონტროლებს. ამავდროულად, საელჩოები თავად აკვირდებიან თავიანთ ქვეყანაში არსებულ საინფორმაციო სურათს და ანგარიშს აგზავნიან კიევში. ამის გამო, შესაძლებელია სწრაფი რეაგირება უკრაინისთვის საშიში ზოგიერთი ტენდენციის გაჩენაზე, როგორიცაა „კომპრომისების“ აუცილებლობა ან უკრაინის არმიის ქმედებების გაყალბება. თავად დმიტრო კულება საკმაოდ აქტიურია უცხოურ მედიაში, ავრცელებს კომენტარებს, ინტერვიუებს და აქვეყნებს ინფორმაციას უცხოურ მედიაში.
უკრაინას თავისი მოქნილობის გამო შეუძლია აგრესორ ქვეყანას გაუსწროს. რუსები გარე აუდიტორისთვის იგივე მესიჯებს ავრცელებდნენ, ყოველ შემთხვევაში, ომის პირველ თვეებში, როგორც თავად რუსეთის ფედერაციაში. მაგალითად, აღმოსავლეთ აზიის მაცხოვრებლებმა მოისმინეს რუსული და პრორუსული მოლაპარაკებების ისტორიები, „ისტორიის გადაწერაზე“, „დონბასში რუსულენოვანთა ჩაგვრაზე“ და ა.შ, რომლებიც მათთვის სრულიად გაუგებარი იყო უკრაინა ცდილობს თავისი გზავნილები ადგილობრივ კონტექსტს მოარგოს. მაგალითად, ისინი აფრიკელებს უხსნიან, რომ მოსალოდნელ სასურსათო კრიზისში დამნშავე რუსეთის ფედერაციაა და არა უკრაინა. მთელ მსოფლიოში, უკრაინის დიპლომატიური მისიები გაერთიანებულია 12 საინფორმაციო „ჰაბში“, ის დაფუძნებულია რეგიონში ყველაზე „ძლიერ“ საელჩოზე, რომელიც კოორდინაციას უწევს დანარჩენების საქმიანობას. რა თქმა უნდა, ამ სფეროში დიპლომატიური მუშაობის ხარისხი დიდწილად დამოკიდებულია საელჩოების დაკომპლექტებაზე. მეორე მხრივ, ბევრი საელჩო განიცდის რესურსების უბრალო ნაკლებობას. ფაქტიურად რუსეთის შემოჭრის წინა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს სურდა განეხორციელებინა პროგრამა რეგიონში პერსპექტიული კადრების მოზიდვის მიზნით. სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე თვეს აფრიკაზე უფრო მეტი საუბარი დაიწყო. წლის ბოლომდე საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი გეგმავს ფართომასშტაბიან აფრიკულ ტურნეს, ხოლო რეგიონში უკრაინის პოზიციების აღდგენის მიზნით აფრიკაში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის პოსტი შემოდის. ზოგადად, უკრაინული დიპლომატიის რესურსებით აგრესორ ქვეყანასთან კონკურენცია უკიდურესად რთულია. 1 ივლისიდან, პუტინის განკარგულებით, მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ხელფასი 115 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. შედარებისთვის, უკრაინაში ამ მიზნებისთვის დაახლოებით 200 მილიონი გრივნაა გამოყოფილი. უფრო მეტიც, აგრესორი ქვეყნის ოფიციალურ საელჩოებთან ერთად, მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში აქტიურად ფუნქციონირებს სხვადასხვა ფონდები და ორგანიზაციები, როგორიცაა Rossotrudnichestvo, რომლებიც აქტიურად იყენებენ მრავალმილიონიან ბიუჯეტს ადგილობრივი ელიტებისა მოსამზადებლად. მათთან კონკურენცია „უკრაინული ინსტიტუტისთვის“ უკიდურესად რთულია. გარდა ამისა, „მესამე ქვეყნების” მნიშვნელოვანი ნაწილი დიდი ხანია ასოცირდება მოსკოვთან ან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირებით. ელიტები ხშირად იღებდნენ განათლებას რუსეთში ან თუნდაც სსრკ-ში. ასევე გამოიყენება დაშინება - მაგალითად, აფრიკის ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო პლატფორმებზე, ან, სულ მცირე, არ გმობენ მის ქმედებებს, მოსკოვი ემუქრება უარი თქვან მხარდაჭერაზე გაეროს უშიშროების საბჭოში, თუ მათი პოზიცია შეიცვლება. ამიტომ, როგორც სხვა სფეროებში, უკრაინელ დიპლომატებსაც უწევთ აქტიურად დაეყრდნონ უცხოელი პარტნიორების დახმარებას, როგორც კერძოდ, ისე საჯაროდ, მაგალითად, მულტიმედიური პროდუქტების შექმნაში ან მედიისთვის ღონისძიებების მასპინძლობისას. ზოგადად, დიპლომატიურ წრეებში ხაზს უსვამენ უკრაინული დიპლომატიის რამდენიმე მთავარ გამარჯვებას ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სრულმასშტაბიანი ომის დროს. ეს არის ექვსი სანქციების პაკეტი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, იარაღის მიწოდება, ფინანსური დახმარება, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირში და რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო იზოლაცია (აგრესორების გამორიცხვა 40-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაციიდან.). შედარებით წარუმატებლობას უწოდებენ იმ ფაქტს, რომ რუსულმა ექსპორტმა ჯერ ვერ შეძლო იმდენის შეზღუდვა, რამდენიც საჭიროა. რა თქმა უნდა, რამდენი გამარჯვებაც არ უნდა მოიგოს უკრაინულმა დიპლომატიამ, ისინი მაინც არ იქნება საკმარისი - ბოლოს და ბოლოს, მოსკოვი აშკარად არ აპირებს აგრესიის შეჩერებას და უკრაინის კანონიერი ტერიტორიების დაბრუნებას. დრო კი მთლიანად უკრაინის წინააღმდეგ თამაშობს. ამავდროულად, რუსეთის ფედერაციას შეუძლია ხელიდან ამოიღოს დამატებითი კარტები - მაგალითად, ესკალაცია ბოსნიაში სრულმასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტამდე მიიყვანოს. ან თუ სასურსათო კრიზისი ვერ მოგვარდება და აფრიკის ქვეყნებში შიმშილობა დაიწყება, იქ აუცილებლად ახალი ომები და აჯანყებები დაიწყება. შემდეგ კი იქნება დომინოს ეფექტი: ლტოლვილთა ნაკადი ევროპაში გამოიწვევს ულტრამემარჯვენე პარტიების პოპულარობის ზრდას და საფრთხეს ევროპული ერთიანობისთვის, პრობლემები თოვლის გუნდას პრინციპით გაიზრდება.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|







ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)