|
2022-06-29 16:48:45, 942 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძემ გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელთან საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებული რეფორმები განიხილა
იუსტიციის მინისტრმა და UNDP-ის ხელმძღვანელმა საქართველოში თანამშრომლობის არსებული მიმართულებები განიხილეს და ურთიერთობის გაღრმავების შესაძლო სფეროებზე იმსჯელეს. რატი ბრეგაძემ ნიკ ბერესფორდს ის სიახლეები გააცნო, რომლებიც სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესების კუთხით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა 5 რაიონში − გარდაბანში, წყალტუბოში, სიღნაღში, კასპსა და ჩხოროწყუში; მშენებლობები მიმდინარეობს კიდევ კიდევ 6 მუნიციპალიტეტში − ზესტაფონში, სამტრედიაში, თერჯოლაში, ხაშურში, ახმეტასა და სუფსაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მობილური იუსტიციის სახლის პროექტს, რომელიც იმ სოფლებისთვის ამოქმედდა, სადაც იუსტიციის სახლის ფილიალები ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს. იუსტიციის სახლის მიკროავტობუსი − „მობილური იუსტიციის სახლი" მოსახლეობას საკუთარ სახლთან აწვდის ყველა იმ სერვისს, რომელთა მისაღებად იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში ვიზიტი იყო საჭირო. სერვისი 7 რაიონში უკვე ხელმისაწვდომია.უკვე მიმდინარეობს მუშაობა ციფრული იუსტიციის სახლის პროექტზე, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, მობილური აპლიკაციის საშუალებით მიიღონ იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისი. რეფორმების წარმატების შედეგია ის, რომ UNDP-ისა და UK aid-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მომხმარებელთა 96%-სთვის სერვისები მარტივად ხელმისაწვდომია, მომსახურებით კმაყოფილების მაჩვენებელი კი 97%-ია. რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა ნიკ ბერესფორდს იმისათვის, რომ UNDP-ის მხარდაჭერის შედეგად, საქართველოში პირველად შეიქმნა სახელმწიფო სერვისების განვითარების ერთიანი სტრატეგია. დოკუმენტი უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ. სტრატეგიის მიზანი სახელმწიფო სერვისების კიდევ უფრო გამარტივება და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდაა. რატი ბრეგაძემ და ნიკ ბერესფორდმა საჯარო სერვისების სფეროში საქართველოს ინოვაციური პროექტების ექსპორტის საკითხებიც განიხილეს. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები თამარ ტყეშელაშვილი და ბექა ძამაშვილი ესწრებოდნენ.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)