04:10 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-29 13:04:21, 1430 ნახვა

ომი უკრაინაში
„ტრიბუნალი პუტინისთვის” - ისტორიები რუსი სამხედროების მსხვერპლთა შესახებ

რუსმა დამპყრობლებმა უკრაინის მიწაზე ათობით, ასობით ათასი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. სამწუხაროდ არც ერთ სამართალდამცავ სისტემა არ ძალუძს ასეთი რაოდენობის შემთხვევების აღრიცხვა და გამოძიება. ამიტომ საქმეში აქტიურად ჩაერთნენ მოხალისეებიც, რომლებიც აქტიურად ეხმარებიან უშიშროების ძალებს.

ერთ-ერთ მოხალისე უკრაინულ მედიის ეკიპაჟთან ერთად კიევის მახლობლად ბროვარსკის რაიონში ადგილობრივებთან კომუნიკაციისთვის, მათი ისტორიების მოსასმენად და ოკუპაციის შედეგების სანახავად გაემგზავრა

ბუჩა, ირპენი, ბოროდიანკა - ეს ის ქალაქებია, რომელიც ცოტახნის წინ უკრაინის საზღვრებს მიღმა, რუსი დამპყრობლების მიერ ჩადენილი სისასტიკის გამო გახდა ცნობილი, მაგრამ ფაქტები იმდენად ბევრია, რომ ახლაც, ომის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ, საზოგადოებაში ომის დანაშაულებების ახალი ისტორიები მოიპოვება.

ეს ის ადგილებია, რომელმაც, ალბათ, ყველა დეოკუპირებულ ტერიტორიებს შორის, ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო.

სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის, ევრომაიდან-SOS ინიციატივის უფლებადამცველებთან ერთად ნატალია იაშჩუკი ,ბროვარის რაიონში ჩავიდა, რათა ოკუპანტების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები დააფიქსიროს, როგორც ახალი ინიციატივა- „ტრიბუნალი პუტინისთვის”.

მათი მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი მტკიცებულების შეგროვება, აღრიცხვა და სისტემატიზაცია, რათა შემდგომში მათი გამოყენება საერთაშორისო პლატფორმებზე და სასამართლოებშიც მოხდეს.

„საბოლოოდ, ვიმედოვნებთ, რომ შეგროვებული დოკუმენტაცია დაგვეხმარება ვუჩივლოთ როგორც რუსეთის პრეზიდენტს, ასევე კრიმინალური ბრძანებების შემსრულებლებს”, - ამბობს ნატალია.

იმ დროს, როდესაც რეგიონის ნაწილი ოკუპაციის ქვეშ იყო, უფლებადამცველები ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს რუსეთის ომის დანაშაულების ოფიციალურ ანგარიშებს, რათა შეემოწმებინათ ყველაფერი. ახლა მათ მიერ მიღებული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი ღია წყაროებიდან კი არ არის მოპოვებული, არამედ ხალხის ისტორიებიდან. 

ისტორიების უმეტესობა დადასტურებულია, მაგრამ თითოეული შემთხვევა ცალკე უნდა იქნას შესწავლილი.

ფაქტობრივად, მათ პირველ ამოცანას სოფელ ბოლშაია დიმერკაში,რომლის უმეტესი ნაწილი მარტში ოკუპირებული იყო, იმის შემოწმებაა, რაც ნატალიამ გაიგო, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ორი ადგილობრივი მცხოვრები ჩამოახრჩვეს საწყობების ტერიტორიაზე, სამშენებლო ამწეებზე.

„იქ ჩავდივართ, მაგრამ მუშებს მსგავსი არაფერი გაუგიათ. მაგრამ ჩვენ გვესმის ახალი ამბავი - სამშენებლო კომპანიის დირექტორის მოადგილე, ვიქტორ ანატოლიევიჩი, ახლომდებარე სოფელ ზალისიაში დამპყრობლებმა მანქანაში დახვრიტეს”,- ამბობს ნატალია.

პრობლემას კი ის წარმოადგენს, რომ საბოლოოდ გარდაცვლილის ცხედარი „დაიკარგა”, დაკრძალეს უცნობ ადგილას.

ერთგვარი გაუგებარი ამბავი ასევე დნმ-ის გამოკვლევასთან დაკავშირებით ხდება და ახლა 100% არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია თუ ვინ შერაცხეს დაკარგულად სოფლის მაცხოვრებლებმა. რაც შეეხება სამართალდამცავ უწყებებს,მათი თქმით, დახმარება საერთოდ არ უნდათ. 

ახლა ვიქტორ ანატოლიევიჩის ქალიშვილი ცდილობს ყველაფრის გარკვევას, მაგრამ ამავე დროს დეტალებს დედას უმალავს, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

ნატალია და მის მოხალისე კოლეგა ალექსანდრესთან ერთად, ცდილობენ ამწეზე რამდენიმე ხნის განმავლობაში ჩამოკიდებული ორი ადამიანის შესახებ ამბის დადასტურება შეძლონ - მაგრამ უშედეგოდ.

მერე ბებია ნინასთან მიდიან, რომლის ეზოშიც რუსული ჭურვი ჩამოვარდა. 1938 წელს დაბადებულმა ნინა სტეპანოვნამ მთელი ოკუპაცია ბოლშაია დიმერკაში გაატარა, სამწუხაროდ ვერავინ შეძლო ბებია ნინას დარწმუნება იმაში, რომ სოფლიდან გაეყვანათ.

ამასთან, ბებია ნინას შვილიშვილისგან ვიგებთ ამბავს, რომ ზოგიერთი ადგილობრივი მცხოვრები დამპყრობლების მხარეზე გადავიდა, მათთან ერთად ჯავშანტექნიკით წავიდა და ყველანაირად „დაისვენა“. 

შემდეგ პატარა გოგონა, ქოხიდან გამოდის და ნატალიას რუსული ჭურვის ფრაგმენტს აჩვენებს.

ამ დროს ჭიშკარში მეზობელი, 72 წლის ივან დმიტრიევიჩი, იყურება და ნატალიას ეზოში მომხდარი ნგრევის შედგების ჩვენებას სთავაზობს. 

მაშინ როდესად, ივანმა მორიგი დაბომბვის დასაწყისი გაიგო, ჩვეულებრივად გაიქცა მეზობელთან. მისი თქმით, გზად საჭირო იყო შენი ქოხის გარშემო სირბილი, მარცხნივ თუ მარჯვნივ. ივან დიმიტრიევიჩი მარცხენა მხარით გაიქცა, რამაც მისი სიცოცხლე გადაარჩინა - ჭურვი მის მახლობლად ჩამოვარდა, ძლიერი აფეთქების ტალღა ქოხის მარჯვენა მხარეს, ღობეს დაეცა. ადამიანის გადარჩენის შანსი არ იქნებოდა. პატრონი ქოხის უკან მიდის და ნატალიას აჩვენებს თუ როგორ ცდილობდა კედლის პატარა რაფის უკან დამალვას.

ფაქტიურად გზის გადაღმა, უფლებადამცველი ნატალია სხვა მეზობლთან, მიხაილ ნიკოლაევიჩთან მიდის, რომელიც ასევე სასწაულებრივად გადაურჩა დაბომბვას.

დაბომბვის დროს მიხაილ ნიკოლაევიჩი ავტოფარეხში, მანქანის ქვეშ არსებულ ხვრელში იმალებოდა. ერთ დღეს  ავტოფარეხის გვერდით უზარმაზარი ჭურვი დაეცა, „ჩემნაირი სიმაღლის”,- ამბობს მიხაილ ნიკოლაევიჩი.

„გარაჟი ჩამოინგრა და ცეცხლი გაუჩნდა და რაღაც გაზის ბლოკი დაიძრა. გამოვედი, ორი ვედრო ავიღე, მეგონა ჩავაქრობდი, და რის ჩაქრობა შეგიძლიათ, თუ ცეცხლმა ყველაფერი მოიცვა”,- განაცხადა მიხაილ ნიკოლაევიჩმა.

მიხაილ ნიკოლაევიჩთან საუბრის შემდეგ, უფლებადამცველს ქუჩაში კიდევ ერთი ბებია მარია ხვდება , რომელიც ამბობს, რომ მთელი ოკუპაცია მეზობლებთან ერთად ქუჩაში გაატარა.

„აქ ოთხი ბებია ვიყავით, ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვჭამდით, პირველი დღეები არც პური იყო, არც არაფერი. სირენები, რომ დაიწყო, შვილებო, გავიქეცი მეორე მხარეს, ქუჩის გადაღმა, როდესაც ჭურვის ფრაგმენტები ღობეს მოხვდა, მან ზუსტად ჩემს თავზე გადაიფრინა. არ ვიცი. როგორ დავრჩი ცოცხალი”,- განაცხადა მარიამ.

ადგილობრივებს ვემშვიდობებით და ველიკოდიმერსკის ლიცეუმში მივდივართ, რომელიც დამპყრობლებმა გაძარცვეს - ათობით ლეპტოპი წაიღეს. ნატალიას განმარტებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მკვლელობების და მსგავსი მძიმე დანაშაულის ჩაწერაა, არამედ ძარცვა და სამოქალაქო ქონების დაზიანება, რადგან ესეც დანაშაულია და დაზარალებულებს უფლება აქვთ მოითხოვონ კომპენსაცია.

ლიცეუმის შენობა სამსართულიანია, ყველაზე მეტად პირველი სართული დაზარალდა, მეორე და მესამე - კიდევ უფრო ნაკლებად. 

ლიცეუმის დირექტორი, კიდევ სამკოლეგასთან ერთად ნატალიას ისტორიებს უყვება.

ლარისა ანატოლიევნა სოფელ შევჩენკოვოდან ამბობს, რომ დამპყრობლების წასვლის შემდეგ, წამებით მოკლული ადგილობრივი მცხოვრებლების ექვსი ცხედარი იპოვეს ერთ-ერთი სახლის სარდაფში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. კიდევ ორი ​​8 მარტს მანქანაში დახვრიტეს, როცა რუსმა ჯარმა სოფელი დაიპყრო.

უფლებადამცველი იმ მისამართზე მიდის, სადაც მანქანაში დახვრეტილი ქალის და ცხოვრობს. ელენა ამბობს, რომ იმ დღეს მისი და და მისი ქმარი ბაზარში წავიდნენ, სადაც ევროპიდან ჩამოტანილი პროდუქციით ვაჭრობდნენ. ელენა და მისი ქმარი სახლში იყვნენ, იქვე გაიგეს ტყვიამფრქვევის სროლა, შემდეგ სარდაფში იმალებოდნენ ერთი საათი.

როცა ყველაფერი დაწყნარდა, ელენას ქმარმა გადაწყვიტა წასულიყო ენახა რა ხდებოდა, იქნებ ვინმეს დახმარება სჭირდებოდა. ამასთან, ირკვევა, რომ იგივე მეთაური, რომლის მანქანაც დამპყრობლებმა გაანადგურეს, იულიასა და სერგეის შემდეგ მალევე მიდიოდა - რამაც, ალბათ, სიცოცხლე გადაარჩინა. მხოლოდ მესამე დღეს, 10 მარტს, ადგილობრივმა მოხალისემ სერგეიმ შეძლო მოლაპარაკება რუსებთან ცხედრების მანქანიდან გადმოტანაზე. შემდეგ ისინი დაკრძალეს ბაღში, ჩვეულებრივ ხელახლა მხოლოდ ერთი თვის შემდეგ დაკრძალეს,

უფლაბადამცველი ასევე ხვდება სერგეის მეუღლეს, რომელიც უყვება, რომ მისი ქმარი ყოველთვის ცდილობდა ყველას დახმარებოდა. თავად ერთ-ერთი ჰუმანიტარული დერეფანის დახმარებით შეძლო ექვსი წლის ქალიშვილთან ერთად ევაკუაცია, ამიტომ ქმრის გარდაცვალების გარემოებების შესახებ ბევრი არაფერი იცის.

„24 მარტის შუადღისას სერგეი პურის საყიდლად წავიდა. ის რიგიდან ოთხმა ოკუპანტმა გაიყვანა, ნახევარი საათი ესაუბრებნენ, შემდეგ სახლში გაუშვეს და  თავადაც გაჰყვნენ. მოხალისემ მათ იარაღი მისცა. დამპყრობლები წავიდნენ, მაგრამ 15 წუთის შემდეგ დაბრუნდნენ, სერგეი წაიყვანეს ბაღის გარეთ, კორპუსში,  გაისმა სროლის ხმა, შენობას ცეცხლი გაუჩნდა. გამთენიისას იქ ამოუცნობი ცხედარი იპოვეს. დნმ-ის გამოკვლევის შედეგები ჯერ არ მოსულა, მაგრამ რიგი ნიშნების მიხედვით, გარდაცვლილი სერგეი იყო, თუმცა ასი პროცენტიანი გარანტია არ არსებობს”,- ყვება სერგეის მეუღლე.

რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დრო დასჭირდება იმისთვის, რომ კიევის მახლობლად მდებარე სოფლების მცხოვრებთა ისტორიები რეალურ სამართლებრივ არგუმენტებად იქცეს.

როგორც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, ასეთი პროცესები შეიძლება გაგრძელდეს არა წლების განმავლობაში, არამედ ათწლეულების განმავლობაში.

მიუხედავად ამისა, სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ამ გზით, სისტემატურად, აგურ-აგურზე, რუსი აგრესორების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ისტორიების შეგროვებით მიიღწევა.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics