23:53 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-28 11:37:25, 882 ნახვა

საზოგადოება
ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, თბილისში ავტობუსის დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

ეროვნული გამოცდებისთვის თბილისში ავტობუსის დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც თბილისის მერი განმარტავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით აბიტურიენტებისა და დასაქმებული პერსონალის შეუფერხებლად, დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის მიზნით, 2022 წლის 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით გამოცდის დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაინიშნება საგამოცდო ცენტრების მიმართულებით.

N39-ე, 173-ე, 177-ე, 191-ე, 175-ე საჯარო სკოლების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან.

ხოლო, 117-ე საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილებას შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“. 103-ე საჯარო სკოლის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან. აღნიშნული მიმართულებით ავტობუსი 10 აგვისტომდე იმოძრავებს“,-  განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics