|
2022-06-27 12:55:22, 1384 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში საქართველოში საძოვრების მართვის საკითხები განიხილეს
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომას მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ერონული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გრემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, გიორგი მიშელაძემ საქართველოში საძოვრების მიმართულებით დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე აქტუალური საკითხი, რომლის გადაჭრაც დღის წესრიგში დგას, მათი ფრაგმენტაცია და სამართლებრივი რეგულირების გარეშე განკარგვაა. მასიურად დაურეგისტრირებელია საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები ან რეგისტრირებულია კატეგორიის გარეშე. „სააგენტოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ და პროგრამის მუშაობის მექანიზმი და არსებული მდგომარეობა გაუზიარა კომისიის წევრებს. პროგრამის ფარგლებში, საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, იდენტიფიცირებულია სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საძოვრის კატეგორიის 1 ჰექტარი და მეტი ფართობის 2,647 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 113,157 ჰექტარი. პროგრამით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, საქართველოს მასშტაბით 234 საძოვრის იჯარით გაცემაზე მიღებულია თანხმობა. აღნიშნული საძოვრების საერთო ფართობი 30,153 ჰექტარია. 2022 წლის 21 ივნისის მდგომარეობით, პროგრამაში მონაწილეობის მიზნით გაკეთებულია 156 განაცხადი, სულ დაინტერესება გამოხატულია 11,670 ჰა ფართობის საძოვრებზე. აღნიშნული საძოვრები მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს 5 რეგიონს. იჯარით გასაცემი საძოვრების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდებზე www.land.gov.ge და www.mepa.gov.ge. პროგრამის ფარგლებში, 33 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მიენიჭა საძოვრის კატეგორია (4,122 ჰა). განხორციელდა 100 ჰექტარზე მეტი ფართობის 5 მიწის ნაკვეთის (968 ჰა.) დანიშნულებისა და კატეგორიის განსაზღვრა და სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაცია“,- აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)