17:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-26 23:36:38, 2164 ნახვა

ეკონომიკა
კონსულტაცია პროფესიონალ უროლოგთან REDMED-ის საშუალებით

REDMED–ი თანამედროვე სამედიცინო სერვისების პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს 20-ზე მეტი სპეციალობის 300-მდე ექიმს საქართველოსა და უცხოეთის  წამყვანი კლინიკებიდან, გვაძლევს საშუალებას ჩვენთვის სასურველ დროსა და ადგილას მივიღოთ მათი მომსახურეობა და ჩავიტაროთ სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევები სახლიდან გაუსვლელად. 

ერთ-ერთი სპეციალობა, რომლის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებულ, გავრცელებულ პრობლემებზე ზრუნვისთვის REDMED–მა პროფესიონალი ექიმები გააერთიანა არის უროლოგია.

უროლოგია ქირურგიული სპეციალობაა, რომელიც დაავდებათა ფართო სპექტრს მოიცავს. ის გულისხმობს ქალის საშარდე და მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემის პათოლოგიებს. 

უროლოგიური 7 ყველაზე გავრცელებული პრობლემაა: 

• შარდის შეუკავებლობა – პათოლოგია, რომელიც ნებისმიერ ასაკში გვხვდება და რომლის გამომწვევი მიზეზებიდან ცნობილია: დიაბეტი, სტრესი, მშობიარობა, ზურგის ტვინის დაზიანება, ასაკობრივი შარდის ბუშტის და მენჯის კუნთების ჰიპოტონია (მოდუნება) 

• ერექციული დისფუნქცია – პრობლემა რომელსაც მსოფლიოში 10-დან 1 მამაკაცი აწყდება. გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს სისხლის მიმოქცევის დარღვევა, სხვადასხვა ნევროლოგიური პრობლემები, ფსიქიკური დარღვევები ან მიღებული ტრავმა. 

• საშარდე გზების განმეორებითი ინფექცია – რაც მამაკაცებთან შედარებით მოკლე შარდსადენის არსებობის გამო უმეტესად გვხვდება ქალებში. პათოგენური ბაქტერიების ან ვირუსების მოხვედრა შარდსავალ გზებში იწვევს ინფექციის განვითარებას, რაც გამოიხატება შარდვის დროს წვის შეგრძნებასა და გახშირებულ შარდვაში. შორს წასულ ფორმებში ინფექციამ შესაძლოა მიაღწიოს თირკმლებამდეც და გამოიწვიოს მათი ანთება – პიელონეფრიტი. 

• თირკმლის და შარდსაწვეთის კენჭები – ყალიბდება შარდში არსებული კრისტალური ნაწილაკებისგან, რაც იწვევს საშარდე გზების სრულად დახშობას და შემდგომში თირკმლების შეშუპებას მათი გათიშვით. იმ შემთხვევაში თუ მოხდა კენჭის გამოდევნა, ამ პროცესს მტკივნეული და სისხლიანი შარდვა მოყვება  

• Overactive bladder (OAB)– მდგომარეობა, როდესაც შარდის ბუშტი ნორმალური რაოდებობით შარდს იკავებს, თუმცა ხდება კუნთების სპაზმური, უნებლიე  შეკუმშვა და შარდის გამოდევნა, რომლის მიზეზიც შესაძლოა იყოს ; ნევროლოგიური პრობლემები, დიაბეტი, საშარდე გზების განმეორებადი ინფექციები, შარდის ბუშტის კენჭები, სიმსივნური წარმონაქმნი ან ასაკი.

• პროსტატის ჰიპერპლაზია/სიმსივნე – ჰიპერპლაზია ტერმინოლოგიურად ზომაში გაზრდას ნიშნავს, რაც სიმსივნის განვითარების წინაპირობას შესაძლოა წარმოადგენდეს. განვითარების მიზეზებს შორისაა გენეტიკური წინასწარგანწყობა, ერქციული დისფუნქცია ან სხვა მდგომარეობები.  

• მენჯის კუნთების სისუსტე – რაც საფუძველია შარდის ბუშტის, საშვილოსნოს ყელისა და სწორი ნაწლავის ტონუსში ყოფნის შეუძლებლობისა. მისი განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზი მშბიარობის დროს მიღებული ტრავმაა. 

ფართოდ გავრცელებული უროლოგიური დაავადებების პრევენციასთან შედარებით არანაკლებ მნიშვნელობას ატარებს იშვიათი პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკა. ერთ-ერთი ასეთი ბავშვთა ასაკის დაავადებაა ცისტინურია - რომლის დროსაც შარდთან ერთად ამინომჟავა ცისტინი გამოიყოფა, რაც საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნის მიზეზი ხდება.

უროლოგია მედიცინის ფართო დარგია და მისი მრავალი დაავადების ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება გვეხმარება თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები. 

REDMED–ის პროფესიონალი უროლოგები დაგეხმარებიან დროის უქონლობისას, რიგებში დგომის დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, სახლიდან გაუსვლელად მიიღოთ თუნდაც პირველადი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იქამდე, სანამ შეძლებთ ჩაიტაროთ დამატებითი დიაგნოსტიკური კვლევები, ხოლო თუ დადგება ლაბორატორიული კვლევების ან მედიკამენტების დანიშვნის აუცილებლობა, REDMED-ის პლატფორმის საშუალებით ლაბორატორია და მედიკამენტების გამოძახებას ადგილზე შეძლებთ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics