|
2022-06-25 11:04:31, 1275 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პეტერ სიიარტოს შეხვდა
საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პეტერ სიიარტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც, უნგრეთის დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი თარაშ პაპასქუა ესწრებოდნენ. ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მზარდი დინამიკა და ის პოტენციალი, რომელიც ქვეყნებს შორის კიდევ უფრო დიდი ურთიერთკავშირის განვითარების საშუალებას იძლევა. როგორც აღინიშნა, უნგრეთი საქართველოს განიხილავს მნიშვნელოვან პარტნიორად. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სავაჭრო ურთიერთობებზე, სადაც პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ქართული ექსპორტის გაზრდა უნგრულ ბაზარზე. პეტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი აქტიურად უჭერს მხარს ქართული და უნგრული კომპანიების პარტნიორობის გაღრმავებას და მზად არის, დააფინანსოს მათი ერთობლივი ბიზნესპროექტები. მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, უახლოეს მომავალში გაიმართოს საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარის" ოპერირების მნიშვნელობაზე საქართველოს საავიაციო და ტურისტული ბაზრის განვითარებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 5 თვეში საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 30 პროცენტით არის გაზრდილი. ლევან დავითაშვილმა უნგრელ კოლეგასთან ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკასა და იმ ამოცანებზე, რომლებიც პრიორიტეტულია საგარეო, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების ბაზრებზე ქართული ექსპორტის გაზრდისა და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომლებიც, მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა, მზარდია და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. ვიცე-პრემიერის განცხადებით, რეგიონის მიმართ გაჩენილი მაღალი რისკების მიუხედავად, საქართველო ინვესტორებისთვის კვლავ მიმზიდველ საინვესტიციო პარტნიორ ქვეყნად რჩება და ამას მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უცხოური ინვესტიციების რეკორდული ზრდის მაჩვენებლებიც ადასტურებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)