17:17 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 13:16:07, 1279 ნახვა

ეკონომიკა
დიპლომატები - ხელისუფლებამ დიპლომატია გაანეიტრალა, საშუალება არ მოგვცა შეგვესრულებინა უმთავრესი ამოცანა

დასანანია, რომ ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულად მოუმზადებელი შეხვდა. ხელისუფლებამ ასევე თანმიმდევრულად გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და საშუალება არ მისცა ქართველ დიპლომატებს, შეესრულებინათ მათი უმთავრესი ამოცანა, უზრუნველეყოთ არსებულ რეალობაში ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა.,- ასე გამოხმაურა ქართველი დიპლომატების ნაწილი ევროკავშირის გუშინდელ გადაწყვეტილებას,  რომლის მიხედვით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, ხოლო საქართველოს მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. 

განცხადებაში დიპლომატები იმედს გამოთქვამენ, რომ ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით ვალდებულებების თანახმად მიიღოს ყველა ზომა, ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

"სამწუხაროდ, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, გუშინ, 23 ივნისს ევროკავშირის საბჭომ სრულად გაიზიარა ევროკომისიის რეკომენდაცია და კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, მომავალში კანდიდატის სტატუსის მისაღებად განესაზღვრა კონკრეტული წინაპირობები. ძალიან დასანანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა ე.წ ასოცირებული ტრიოს განცაკლევება და საქართველო გამოეყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს, სადაც ის, სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა და საუკეთესო რეფორმატორად მოიაზრებოდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან ქართული დიპლომატიის ამოსავალ წერტილსა და უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნება ევროპულ ოჯახში და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სივრცეში შეუქცევადი ინტეგრაცია. უკიდურესად დასანანია, რომ ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულად მოუმზადებელი შეხვდა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ინტენსიური მუშაობითა და ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევის ნაცვლად, ბოლო პერიოდში მათი მხრიდან ანტი-ევროპული და ანტი-დასავლური რიტორიკა კიდევ უფრო გამწვავდა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ასევე თანმიმდევრულად გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და საშუალება არ მისცა ქართველ დიპლომატებს, შეესრულებინათ მათი უმთავრესი ამოცანა, უზრუნველეყოთ არსებულ რეალობაში ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა. 

მიუხედავად ამისა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით ვალდებულებების თანახმად მიიღოს ყველა ზომა, ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ყველა იმ ქართველ დიპლომატს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, შეუძლია შეუერთდეს ამ განცხადებას". – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს ყოფილი ელჩები და დიპლომატები, მათ შორის გიგი გეგიაძე და ალექსი პეტრიაშვილი აწერენ. 

შეგახსენებთ, რომ ევროპულმა  პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. რაც შეეხება საქართველოს, გაცემულია იგივე რეკომენდაცია, თუმცა სტატუსის გადაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს ევროპული კომისიის დასახულ პრიორიტეტებს. რეზოლუციას მხარი 529 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 45 კი წინააღმდეგი იყო. 14-მა თავი შეიკავა. საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების განმეორებითი შეფასება 6 თვეში მოხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics