|
2022-06-23 13:18:42, 1563 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა ფრონტებზე ახალი სატანკო ქვედანაყოფები და ტაქტიკური ჯგუფები განათავსა
რუსეთმა ფრონტებზე ახალი სატანკო ქვედანაყოფები და ტაქტიკური ჯგუფები განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვოლინისა და პოლისიის ფრონტებზე ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები ატარებენ " სამობილიზაციო წვრთნებს " გომელის ოლქში (ბელორუსია), უკრაინის სახელმწიფო საზღვართან, 2022 წლის 22 ივნისიდან 1 ივლისამდე.წვრთნების ფარგლებში ბელორუსის სპეცოპერაციების ქვედანაყოფები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო ინსტრუქტორებთან ერთად ივარჯიშებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დივერსიულ და სადაზვერვო საქმიანობას. 'დონეცკის ფრონტზე რუსეთის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ქალაქ სევიეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარებაზე, თავდასხმის ოპერაციების ჩატარებაზე ლისიჩანსკში უკრაინული ჯარების ალყაში მოქცევის მიზნით და უკრაინული ძალების მიწოდების მთავარი მარშრუტების გადაკეტვაზე,"- ვკითხულობთ ანგარიშში. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები აგრძელებენ საომარი მოქმედებების ზონის იზოლირებას და დაზვერვას შავი და აზოვის ზღვების წყლებში . რუსეთი აგრძელებს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მშვიდობიანი მოსახლეობის ბლოკირებას.ხუთი საზღვაო საკრუიზო რაკეტების მატარებელი (აღჭურვილი 40-მდე კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტებით) მზადაა შავ ზღვაზე სარაკეტო შეტევების განსახორციელებლად.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)