|
2022-06-22 12:22:52, 990 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დაიწყო
თბილისის მერიის მხარდაჭერით, „თბილისის სტუდენტური ფესტივალი 2022“ დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამების შესახებ ისაუბრა. თბილისის მერის თქმით, სტუდენტური ფესტივალის ღონისძიებებში საქართველოში მოქმედი 34 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. „ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება სპორტული აქტივობები. აგრეთვე, დღეს იწყება ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონკურსები. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ, როგორც დედაქალაქში არსებული, ისე რეგიონებში მოქმედი უნივერსიტეტები. ფესტივალის დასკვნითი ნაწილი გაიმართება ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 29 ივნისს, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებული უნივერსიტეტები, სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით. ძალიან საინტერესო ფესტივალია. ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ მსგავსი პროექტების განხორციელებას და მომავალში ახალგაზრდებს არაერთ საინტერესო პროგრამას შევთავაზებთ. ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ყოველწლიურად ჩატარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე უკვე 5 600 ახალგაზრდაა დარეგისტრირებული. „მინდა, შევეხო კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას - ახალგაზრდებისთვის განსახორციელებელ საზაფხულო პროგრამებს, რომელზე დასარეგისტრირებლად, შეიქმნა ვებგვერდი და ახალგაზრდებს მოვუწოდეთ ჩართულობისკენ. აქ არის სხვადასხვა სპორტული ღონისძიება. დღეის მდგომარეობით, 5 600 ახალგაზრდაა დარეგისტრირებული, რაც მისასალმებელია. განსაკუთრებით მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა ლაშქრობა და კემპინგის მიმართულება. პროგრამის ფარგლებში, საჯომარდო ტურები განხორციელდება. ეს პროექტი დაიწყება 30 ივნისიდან. პირველ ეტაპზე, დაიწყება ლაშქრობები, 8 ივლისიდან კი საჯომარდო ტურები, საცურაო აუზი, კარტინგი და ველოტურები. ახალგაზრდებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას მივესალმებით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)