23:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 10:43:22, 1593 ნახვა

ომი უკრაინაში
გაიდაი - სევეროდონეცკში უკრაინელი სამხედროები მხოლოდ აზოტის ქარხნის ტერიტორიას აკონტროლებენ

ლუგანსკის ოლქის სევეროდონეცკში რუს დამპყრობლებთან ბრძოლები უკვე მიმდინარეობს ქალაქის ინდუსტრიულ ზონაში, უკრაინელი დამცველები აკონტროლებენ მხოლოდ აზოტის ქარხნის ტერიტორიას.ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის გუბერნატორი სერგეი გაიდაი ავრცელებს.

მისივე თქმით,  დამპყრობლები მიიწევენ ლისიჩანსკ-ბახმუტის გზატკეცილზე, მასთან ახლოს მდებარე დასახლებები მუდმივი დაბომბვის ქვეშაა.

 „უაღრესად მძიმე მდგომარეობაა ლუგანსკის ფრონტის მთელ ხაზზე. ვაცხადებთ, რომ ორკები ფართომასშტაბიან შეტევას იწყებენ ჩვენს რეგიონში, მათ დააგროვეს საკმარისი რაოდენობის რეზერვები და დღეს ხანძარია რეგიონის ყველა თავისუფალ დასახლებაში. სევეროდონეცკში ბრძოლები უკვე გრძელდება ინდუსტრიულ ზონაში, უკრაინის ჯარები აკონტროლებენ მხოლოდ აზოტის ქარხნის ტერიტორიას,"- აცხადებს გუბერნატორი.

 ამასთან, გაიდაიმ დასძინა, რომ უკრაინელი დამცველები არ არიან ალყაში და მტერს მნიშვნელოვან ზარალს აყენებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics