|
2022-06-21 19:05:53, 894 ნახვა
ეკონომიკა
უკრაინული მარცვლეული: არავითარი პროგრესი, სასურსათო კრიზისი ღრმავდება
უკრაინის პორტები კვლავ დაკეტილია და საექსპორტოდ გამიზნული დაახლოებით 25 მილიონი ტონა მარცვლეულის გატანა ქვეყნიდან შეუძლებელია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარებისკენ მიმართულ მოლაპარაკებებს ჯერ შედეგი არ გამოუღია. - ჩვენ ვაწარმოებთ კომპლექსურ მოლაპარაკებებს სხვადასხვა დონეზე უკრაინის პორტების განბლოკვის მიზნით. მაგრამ ჯერჯერობით, არანაირი პროგრესი არ არის მიღწეული, ვინაიდან არ იქნა ნაპოვნი ეფექტური ინსტრუმენტი რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმებისგან დასაცავად. იმავდროულად, უნგრეთმა გამოთქვა მზადყოფნა მოაწყოს მარცვლეულის ტრანსპორტირება თავისი ტერიტორიის გავლით სატვირთო მანქანებისა და მატარებლების გამოყენებით. კერძოდ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ აღნიშნა: – ჩვენ შევთავაზეთ უნგრეთის გავლით გაგზავნილიყო უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი, რომელიც განკუთვნილია ჩრდილოეთ აფრიკის ან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. ჩვენ ასევე შეგვიძლია დაგეხმაროთ ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკაში. იმავდროულად, ქვეყნის აღმოსავლეთით, ფრონტის ხაზი კრამატორსკს უახლოვდება, მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრი ადგილობრივი არ ტოვებს აქაურობას. ქალაქი სევეროდონეცკიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში მდებარეობს, სადაც ბრძოლები თვენახევარია მიმდინარეობს. ამასთან პოლონეთი გეგმავს გააორმაგოს საგუშაგოს მოცულობა კორჩოვში, უკრაინის საზღვარზე. ამის შესახებ ქვეყნის მთავრობაში განაცხადეს. პარასკევს პოლონეთის დელეგაცია ეწვია უკრაინულ მხარეს, რათა განეხილათ გზები სატვირთო მანქანების გავლის პროცესის დაჩქარების მიზნით, უპირველეს ყოვლისა, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გაზრდის მიზნით. რუსეთის მიერ საზღვაო პორტების ბლოკადის გამო, უკრაინა დღემდე ვერ ახერხებს მსოფლიო ბაზარზე მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტს. გაეროში აცხადებენ, რომ მათ აქვთ გეგმა, რომელშიც თურქეთს დიდი როლი აქვს შესასრულებელი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)