|
2022-06-21 15:22:05, 1131 ნახვა
ეკონომიკა
თურქეთში მკვეთრი ინფლაციის ფონზე სპეციალისტების გადინება დაიწყო
უკრაინის ომმა და კორონავირუსის პანდემიამ დააზიანა მრავალი ქვეყნის ეკონომიკა. თურქეთი ერთ-ერთი მათგანია. მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კიდევ ერთი მიზეზი თურქეთის პრეზიდენტის არაორდინალური ეკონომიკური პოლიტიკაა. ბოლო წლებში შეიმჩნევა სპეციალისტების, განსაკუთრებით ექიმების გადინება. 20 წლიანი გამოცდილების მქონე სტომატოლოგი ქვეყნიდან გამგზავრებას გეგმავს. ის ჩივის, რომ მზარდი ინფლაციის გამო კლინიკაში მიღებული ფულით ცხოვრება მისთვის სულ უფრო რთული ხდება. მის ბევრ პაციენტს აღარ აქვს საშუალება გადაიხადოს მკურნალობა და უარი თქვას მასზე. სამედიცინო წრეებში იზრდება უკმაყოფილება დაბალი ხელფასებით. თურქეთის სამედიცინო ასოციაციის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანა 1400-ზე მეტმა ექიმმა დატოვა. მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით - 938. თურქეთში საკვების, ტრანსპორტის, საცხოვრებლის ფასები სწრაფად იზრდება. მთავრობა ამბობს, რომ წლიურმა ინფლაციამ 70%-ს მიაღწია, რაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბევრს არ სჯერა ამ მონაცემების. დამოუკიდებელ ეკონომისტთა ჯგუფმა დაადგინა, რომ ინფლაციამ 160%-ს მიაღწია. ვეისელ ულუსოი, ეკონომისტი: - „ინფლაცია ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს პოლიტიკურ სფეროზე, მხარდაჭერის დონე, მმართველი პარტიის რეიტინგი მნიშვნელოვნად შემცირებულია." ბევრი სპეციალისტი მიდის ევროპაში, ძირითადად გერმანიაში, სადაც დიდი თურქული დიასპორა ცხოვრობს. იქ წასვლა სურს ჩვენს თანამოსაუბრესაც, რომელიც მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, პროფესიაც შეცვალოს.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)