01:53 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 18:05:34, 1118 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრები ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

 საქართველოს იუსტიციის  და  კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრები ციფრული მმართველობის სფეროში თანამშრომლობის ახალ ფორმებზე შეთანხმდნენ

შეხვედრა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესა და კორეის რესპუბლიკის შს და უსაფრთხოების მინისტრ სანგ-მინ ლისთან დღეს გაიმართა. ორი ქვეყნის მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის გამოცდილება ციფრული მმართველობის სფეროში, აგრეთვე, ეფექტიანი სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხები.     

„იუსტიციის სამინისტრო, ერთი მხრივ, პასუხისმგებელია ქვეყანაში სახელმწიფო სერვისების განვითარებაზე, ამასთანავე, ჩვენ ვახდენთ ამ მიმართულებით სახელმწიფოს რეფორმებისა და მიღწევების ექსპორტს. ამჯერად ჩვენ ვუმასპინძლეთ კორეის რესპუბლიკის დელეგაციას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას საჯარო სერვისების მიწოდების საკითხებში, განსაკუთრებით, ციფრული სერვისების მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში კორეის დელეგაცია აგრეთვე ეწვია და ადგილზე გაეცნო იუსტიციის სახლის და ციფრული მმართველობის სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას. იუსტიციის სამინისტრო კვლავაც გააგრძელებს ჩვენი მიღწევების ექსპორტს პარტნიორ სახელმწიფოებში", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა, აგრეთვე, კორეული მხარის ინიციატივა კორეა-საქართველოს ციფრული მმართველობის თანამშრომლობის ცენტრის დაფუძნების თაობაზე და მემორანდუმის გაფორმების საკითხი ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის ციფრული მმართველობის საკითხებზე საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით. კორეის რესპუბლიკის დელეგაცია თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს, რომელიც UNDP-ის, კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს, ეროვნული ინფორმაციული საზოგადოების სააგენტოს (National Information Society Agency (NIA)), ასტანის სამოქალაქო სერვისების ჰაბის, მსოფლიო ბანკის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს ერთობლივი ჩართულობით ტარდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics