|
2022-06-20 10:32:36, 1484 ნახვა
ომი უკრაინაში
ავსტრიის პრეზიდენტი - ევროპა ყველაფერს გააკეთებს, რომ მალე დავასრულოთ რუსეთის დამპყრობლური ომი
ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვან დერ ბელენმა განაცხადა, რომ ევროპა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულოს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი. როგორც ვან დერ ბელენმა „სამი ზღვის ოინიციატივის“ სამიტზე განაცხადა, ევროპა ერთიანია „რთულ დროს, როდესაც ომის საშინელება დაბრუნდა“. „ჩვენ არ მივცემთ უფლებას დაყოფას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავასრულოთ რუსეთის დამპყრობლური ომი და აღვადგინოთ მშვიდობა“, - განაცხადა ვან დერ ბელენმა. ვან დერ ბელენი დღეს რიგაში ჩავა, სადაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპელ კოლეგებს შეხვდება და უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოავლენს. „სამი ზღვის ინიციატივა“ მოიცავს ევროკავშირის 12 ქვეყანას ბალტიის ქვეყნებიდან ადრიატიკისა და შავი ზღვების ჩათვლით. ავსტრიული მედიის ცნობით, ეს ქვეყნები შიშობენ, რომ შესაძლოა რუსეთის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის აგრესიის შემდეგი სამიზნე გახდეს. პოლონეთი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის ჩართვას სამი ზღვის ინიციატივაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)