|
2022-06-20 10:34:21, 1748 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - იწყება ისტორიული კვირა, როდესაც ევროკავშირისგან მოვისმენთ უკრაინის კანდიდატურის სტატუსს
იწყება ისტორიული კვირა, როდესაც ევროკავშირისგან მოვისმენთ უკრაინის კანდიდატურის სტატუსს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენკსის თქმით, ასევე ამ კვირაში უკრაინა რუსეთის მტრული აქტივობის ზრდას უნდა ელოდოს. „იწყება ისტორიული კვირა. კვირა, როდესაც ევროკავშირისგან მოვისმენთ უკრაინის კანდიდატურის სტატუსს... ვფიქრობ, ყველასთვის აშკარაა, რომ 1991 წლიდან უკრაინისთვის ისეთი საბედისწერო გადაწყვეტილებები ცოტაა, როგორსაც ჩვენ ველოდებით. დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ პოზიტიური გადაწყვეტილება აკმაყოფილებს მთელი ევროპის ინტერესებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა. გარდა ამისა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის უკრაინის ევროპული პერსპექტივის დასაცავად ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. „ცხადია, ასეთ კვირაში რუსეთისგან მტრული აქტივობის ზრდას უნდა ველოდოთ. ამ კვირაში, არა მარტო უკრაინის, არამედ ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგაც. ვემზადებით და მზად ვართ და ვაფრთხილებთ ჩვენს პარტნიორებს“, - დასძინა პრეზიდეტმა. შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. 17 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია მისცა, რომ ევროსაბჭოს უკრაინას მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროსაბჭოს გადაწყვეტილება უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 23-24 ივნისს ელიან.
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)