21:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-20 10:21:31, 1614 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - უკრაინა მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ნიჩბებით იბრძოლოს, თუ დასავლეთი იარაღს არ მიაწვდის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, თუ მოკავშირეები იარაღის მიწოდებას შეწყვეტენ, ქვეყანა თავს ნიჩბებით დაიცავს. ამის შესახებ კულებამ ტელეარხ ARD-თან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთში არავის არ უნდა სჯეროდეს, რომ უკრაინელებს იარაღის მიწოდების გარეშე დათმობაზე წასასვლელად მეტი სურვილი ექნებათ.

„თუ იარაღს არ მივიღებთ, კარგი, მაშინ ნიჩბებით ვიბრძოლებთ, მაგრამ თავს დავიცავთ, რადგან ეს ომი ჩვენი არსებობის ომია“, - აღნიშნა კულებამ.

მინისტრმა ასევე დასძინა, რომ უკრაინას გაცილებით ნაკლები იარაღი აქვს ვიდრე რუსეთს.

„ამიტომ, რაც უფრო მალე მივიღებთ იარაღს, რაც უფრო მალე გაიგზავნება, მით მეტი დახმარება გვექნება, თუ იარაღი მოგვიანებით გაიგზავნება, მაინც ვიტყვით მადლობას, მაგრამ მერე ბევრი დაიხარჯება, ბევრი ადამიანი დაიღუპება. ”- ამბობს კულება.

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიამ უკრაინაში თავისი ჯავშანტრანსპორტიორები გაგზავნა.  სლოვენიამ ასევე გადასცა იარაღის დიდი პარტია, რომელშიც შედიოდა კალაშნიკოვის ავტომატები, ჩაფხუტი, ჯავშანი, სხვა აღჭურვილობა და 35 ქვეითი საბრძოლო მანქანა.

სლოვაკეთმა დაადასტურა, რომ უკრაინას გადასცემს 5 ვერტმფრენს და საბრძოლო მასალას Grad MLRS-ისთვის.

მედიამ ასევე გამოთვალა, რომ გერმანიამ უკრაინას სამჯერ ნაკლები იარაღი მიაწოდა, ვიდრე დაპირდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics