21:10 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 17:12:14, 1403 ნახვა

საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში საბავშვო ბაღის სარეაბიტიაციო სამუშაოები მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში საბავშვო ბაღის სარეაბიტიაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია 

პროექტის ფარგლებში  შეიცვალა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, ელექტრო გაყვანილობა, კარ-ფანჯრები. უკვე აშენდა საქვაბე, დასრულების პროცესშია ცენტრალური გათბობის სისტემა. სამზარეულოსა და სველ წერტილებში კედლები და იატაკი ფილებით მოეწყო, მიმდინარეობს შეკიდული ჭერის, შიდა და გარე პერიმეტრის ლესვითი სამუშაოები.

შენობაში გათვალისწინებულია  ვენტილაციის, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

პროექტს  შპს „მშენებელი“ ახორციელებს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან   326 001 ლარით დაფინანსდა.

საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალი სასწავლო წლისათვის დასრულდება. ბავშვები სკოლამდელ განათლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში მიიღებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისის მერია - ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით - მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics