2022-06-17 13:35:27, 1044 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - ჩვეულებრივ პირობებში უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ვერ გახდებოდა - ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ომია
ფრანგულ ტელეარხ BFMTV-სთან ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ჩვეულებრივ პირობებში უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ვერ გახდებოდა.
„ჩვენ ამას [უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება] იმიტომ ვაკეთებთ, რომ [უკრაინაში] ომია. უკრაინა ევროპული ოჯახის ნაწილია. გზა [წევრობისკენ] გრძელი იქნება, მაგრამ ეს იმედის ნიშანია. ეს ასევე გზავნილია რუსეთისთვის“, - განმარტა ემანუელ მაკრონმა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),