|
2022-06-17 11:18:41, 1309 ნახვა
ომი უკრაინაში
გაერო - მარიუპოლი, ომის ადამიანური მსხვერპლის სიმბოლო, სავარაუდოდ უკრაინის ყველაზე მომაკვდინებელი ადგილი იყო
უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი ომის შედეგად მიღებული ადამიანური მსხვერპლის ძლიერი სიმბოლო გახდა. ალყაში მოქცეული ქალაქი, სადაც ხაფანგში მოქცეული მოსახლეობა კვირების განმავლობაში ელექტროენერგიის და წყლის გარეშე ცხოვრობდა. ადგილობრივებს ცხედრების მზარდი რაოდენობის დასაკრძალად თხრილების გამზადება უწევდათ. განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა. ბაჩელეტის თქმით, განახლებული შეფასებით ქალაქის 350 000-მდე მცხოვრები გაექცა რუსეთის ალყასა და ქალაქის ოკუპაციას. მისივე თქმით, საცხოვრებელი შენობების 90 პროცენტამდე. ან დაზიანდა ან განადგურდა. მარიუპოლში ომამდე 400 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. გაეროს გამომძიებელთა გუნდებმა გადაამოწმეს 1,348 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა, რომლებიც უშუალოდ მარიუპოლში საომარ მოქმედებებს მიეკუთვნება, მათ შორის 70 ბავშვია. მსხვერპლი გამოწვეული იყო საჰაერო თავდასხმებით, სატანკო და საარტილერიო დაბომბვით, ასევე მცირე იარაღით და მსუბუქი იარაღით ქუჩის ბრძოლების დროს,” - თქვა გაეროს წარმომადგებელმა და დასძინა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულთა რეალური რიცხვი ”სავარაუდოდ ათასობით მეტია”. რუსეთის თავდასხმა მარიუპოლზე 24 თებერვლის დასაწყისში უკრაინაში ომის საშინელებების სიმბოლოდ იქცა, რასაც მოყვა სამშობიაროს დაბომბვა და თეატრის დანგრევა, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს.. მარიუპოლში ცხედრები იპოვეს „იმპროვიზირებულ ინდივიდუალურ ან კოლექტიური საფლავებში ეზოებში, ქუჩებსა და პარკებში, უპატრონო სახლებსა და ბინებში“,- განმარტა გაეროს წარმომადგებელმა. "ბევრი ცხედარი ჯერ კიდევ დასამარხია."
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)