14:13 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-17 10:42:04, 1055 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი- საწვავის ფასების ზრდა უკრაინაში ომისთვის გადასახდელი საფასურია, რომელიც ნამდვილად ღირს

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო  ბაიდენმა გააკრიტიკა ზოგიერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია ენერგიის მზარდი ფასებით სარგებლობისთვის და მომხმარებლებისთვის „ომის ფონზე არსებული ფასების ზრდით გამოწვეული ტკივილის გაუარესებისთვის“. 

Associated Press-თან ინტერვიუშიპრეზიდენტმა დასძინა, რომ ნავთობკომპანიებმა გადამუშავების სიმძლავრის გაზრდისა და ხარჯების შემცირების მიზნით, მომხმარებლებს ფასები გაუზარდეს.

„აშშ-ში საწვავის ფასების ზრდა უკრაინაში ომისთვის „გადასახდელი საფასურია“, რომლის გადახდაც ნამდვილად ღირს. რა მოხდება, თუ უძლიერესი ძალა, ნატო, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით, ჩამოშორდება რუსეთის აგრესიას? თუ მოკავშირეები მას არ უპასუხებდნენ, თქვენ დაინახავთ ქაოსს ევროპაში ომის დროს, გადამამუშავებელი ქარხნის მოგების ზღვარი ნორმალურზე მაღალია, რაც პირდაპირ ამერიკულ ოჯახებზე ახდებს გავლენას, ეს მიუღებელია. ეჭვგარეშეა, რომ ვლადიმერ პუტინი არის მთავარი პასუხისმგებელი იმ ძლიერ ფინანსურ ტკივილზე, რომელსაც ამერიკელი ხალხი და მათი ოჯახები განიცდიან. მაგრამ ომის ფონზე, რომელმაც ბენზინის ფასი 1,70 დოლარზე მეტით გაზარდა გალონზე, ისტორიულად მაღალი ქარხნის მოგების მარჟა აუარესებს ამ ტკივილს,"- განაცხადა ბაიდენმა

 ბაიდენმა ასევე დაადანაშაულა ენერგეტიკული კომპანიები  უმაღლესი ხელმძღვანელისადმი მიწერილ წერილში. მან მოითხოვა, გაბნარტებები გადამუშავების შესაძლებლობების შეზღუდვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და დაამატა, რომ მისი ადმინისტრაცია გამართავს "გადაუდებელ შეხვედრას", რათა განიხილონ კრიზისის შეჩერების გზები.

.
წერილი, რომლის ადრესატიც BP-ის, Chevron-ის, Exxon Mobil-ის, Marathon Petroleum-ის, Phillips 66-ის, Shell-ისა და Valero Energy-ის აღმასრულებლებელი დირექტორები არიან წარმოადგენს  პრეზიდენტის მცდელობას აღკვეთოს ფასების ზრდა ქვეყანაში. საწვავზე ფასების ზრდამ ხელი შეუწყო ბაიდენის რეიტინგის შემცირებას შემოდგომის შუალედური არჩევნების წინ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics