20:30 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 15:56:58, 1548 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - ახალი იარაღი უკრაინას საშუალებას მისცემს დაიბრუნოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია, მათ შორის ყირიმი

შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების ახალი  იარაღი უკრაინას საშუალებას მისცემს დაიბრუნოს ყველა დროებით ოკუპირებული ტერიტორია, მათ შორის ყირიმი,- ამის შესახებ  უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას უკვე აქვს იმ ნაბიჯების ჩამონათვალი, რომლებიც განხორციელდება სამხედრო დახმარების ახალი ტვირთების ჩამოსვლის შემდეგ.

"ჩვენ ვაპირებთ გავათავისუფლოთ ყველა ჩვენი ტერიტორია, ყველა მათგანი, მათ შორის ყირიმი. ყირიმი უკრაინის სტრატეგიული მიზანია, რადგან ეს არის უკრაინის ტერიტორია. მაგრამ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ გადავალთ", - განაცხადა რეზნიკოვმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინელი დამცველების შემდგომი ქმედებები შეიარაღების ახალი მიწოდების შემდეგ სამ ეტაპად დაიყოფა. პირველი დაგეგმილია ფრონტზე სიტუაციის სტაბილიზაცია, რათა თავიდან იქნას აცილებული დანაკარგები რუსული ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში.

მეორე ნაბიჯი არის ოკუპანტების საზღვრებისკენ მიყვანა 24 თებერვლამდე, როდესაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. მესამე ეტაპზე კი უკრაინის პარტნიორებთან „ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის გათავისუფლების გზები“ განიხილება.

შეგახსენებთ, 15 ივნისს გაიმართა უკრაინის დასავლელი პარტნიორების შეხვედრა რამშტეინ-3 ფორმატში. მოლაპარაკებების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ უკრაინას ახალ იარაღს მიაწვდიან. შეერთებული შტატები გადასცემს  არტილერიას, HIMARS-ს და Harpoons-ს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს . სლოვაკეთი გაგზავნის ვერტმფრენებს, კანადა, პოლონეთი და ნიდერლანდები არტილერიას, ხოლო გერმანია MLRS-ს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics