|
2022-06-16 15:15:22, 976 ნახვა
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. სანქციების სიაში პატრიარქი კირილიც მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ კირილს სანქცია დაეკისრა უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერისა გამო. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან კირილი ომს იმით ამართლებდა, რომ რუსეთი თითქოს მშვიდობიან მოსახლეობას იცავს. შეგახსენებთ, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელის, ჯოსეფ ბორელის თქმით, პუტინის ომის მხარდაჭერაზე პასუხისმგებელი პატრიარქი კირილი უნდა იყოს . გარდა ამისა, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ პატრიარქი კირილი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტში უნდა შესულიტო, მაგრამ ის ბოლო მომენტში, დოკუმენტის გამოქვეყნებამდე გამორიცხეს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)