|
2022-06-16 11:09:41, 998 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი - ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა იყოს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს სტაბილურობის ერთადერთი გარანტი
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანება "არ შეიძლება ერთადერთი გამოსავალი იყოს" მეზობლად მყოფი სახელმწიფოებისთვის, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო. მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ის, რაც ევროკავშირს „ემართა [მოლდოვას] და რეგიონის მიმართ“. „მინდა, რომ ჩვენ გავაგზავნოთ მკაფიო და პოზიტიური სიგნალი, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ მოლდოვა უკრაინისგან იმ პერსპექტივით, რაც ჩვენ გვაქვს. ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება ერთადერთი გამოსავალი იყოს" მეზობლად მყოფი სახელმწიფოებისთვის, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო.“, - თქვა მაკრონმა და ისაუბრა მოლდოვის პრეზიდენტთან მაია სანდუსთან ერთად. მაკრონის თქმით, მნიშვნელოვანია უფრო ფართო ევროპული საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც ითანამშრომლებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება და რაც ასევე არ ჩაანაცვლებს გაწევრიანებას. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. სამივე ქვეყანამ ევროკომისიას უკვე გადასცა კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისიის რეკომენდაცია 17 ივნისს გახდება ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია ევროპულ საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს მიიღებს. ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების საერთო განცხადებაში უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას საქართველო განცალკევებულად იყო ნახსენები.
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)