16:54 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 17:40:57, 992 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთი რუსეთთან თანამშრომლობას აგრძელებს - სი ძინპინმა და პუტინმა ტელეფონზე ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მეთაურის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ცნობით, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს უკრაინაში სიტუაციის მოგვარებაში.

„თითოეულმა დაინტერესებულმა მხარემ უნდა დაიკავოს პასუხისმგებელი პოზიცია და ხელი შეუწყოს უკრაინის კრიზისის სწორად მოგვარებას. ჩინეთი მზადაა განაგრძოს თავისი კონსტრუქციული როლის შესრულება“, - განაცხადა სი ძინპინმა

თავის მხრივ, სი ძინპინმა დადებითად შეაფასა რუსეთსა და ჩინეთს შორის კონტაქტები. „ამ წლის დასაწყისიდან, მიუხედავად გლობალური ცვლილებებისა და მსოფლიოში არასტაბილურობისა, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებმა შეინარჩუნა განვითარების კარგი იმპულსი“, - ციტირებს მის სიტყვებს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვსა და პეკინს შორის სავაჭრო თანამშრომლობა იმპულსს იძენს - კერძოდ, ბალოვეშჩენსკ-ჰეიჰეს ხიდზე კომუნიკაციის დაწყების წყალობით.

გარდა ამისა, ჩინეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ჩინეთი მზად არის რუსეთთან ერთად გააგრძელოს ერთმანეთის მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე გააძლიეროს სტრატეგიული თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის.

გარდა ამისა, სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის გააღრმაოს კოორდინაცია რუსეთთან ისეთი ძირითადი საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ფარგლებში, როგორიცაა გაერო, BRICS და SCO, იუწყება რია ნოვოსტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკი ერევანში ევროკავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
ბათუმში სასწრაფო დახმარების მანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics