03:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-15 17:01:48, 1235 ნახვა

საზოგადოება
რომელ ქვეყნებში არის შესაძლებელი რუსეთიდან პირდაპირი რეისით ფრენა

BBC-ის რუსული სამსახური წერს,  რომ რუს მოგზაურს ევროპაში მოსახვედრად რამდენიმე ტრანსფერით ფრენა სჭირდება, ამიტომ საზღვარგარეთ დასვენების ვარიანტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. 

 BBC რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის (ATOR) მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ომმა და სანქციებმა რუსეთის საჰაერო სივრცე დახურა. 2022 წლის ივნისის დასაწყისში ქვეყნიდან პირდაპირი რეისით მხოლოდ 19 ქვეყანაშია ფრენა შესაძლებელი. 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრამდე, კოვიდ რეგულაციების ფონზე, ეს მაჩვენებელი თითქმის 50-ს აღწევდა.

უკვე მესამე წელია, რუსეთის ტურიზმის ინდუსტრია კრიზისულ რეჟიმში მუშაობს: პირველი ორი წლის განმავლობაში იგი განიცდიდა კორონავირუსის პანდემიას და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, ხოლო 2022 წელს  რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.თებერვლის ბოლოდან დასავლეთის ქვეყნებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს საჰაერო სივრცის დახურვა რუსული ავიახაზებისთვის. დასავლურმა გადამზიდავებმაც შეწყვიტეს რუსეთში ფრენა.

ახლა რუს მოგზაურს ევროპაში მოსახვედრად რამდენიმე ტრანსფერით ფრენა სჭირდება. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო კვანძია სტამბოლი, სადაც რუსეთიდან მოხვედრა ჯერ კიდევ შესაძლებელია.სერბეთი არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელთანაც რუსეთს პირდაპირი ფრენები აქვს. ევროკავშირის ქვეყნები უკმაყოფილონი არიან სერბეთის ხელისუფლების მიერ სანქციების შეერთებაზე გამოცხადებული უარით. მაისის ბოლოს ევროპარლამენტმა გამოთქვა უკმაყოფილება „ბელგრადსა და მოსკოვს შორის უწყვეტი ფრენების გამო“.ევროპის ქალაქებიდან ვილნიუსი მოულოდნელად სატრანსპორტო კვანძად გადაიქცა, მაგრამ რუსები იქ სახმელეთო საზღვრის გადაკვეთით ჩადიან.

თუმცა, ATOR- ის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, ტურისტები ძირითადად იმ ქვეყნებში მიფრინავენ, სადაც პირდაპირი ფრენა ჯერ კიდევ შესაძლებელია - ეს არის თურქეთი, ეგვიპტე და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა. უკვე სამი თვეა, რაც ქვეყნის სამხრეთით მდებარე აეროპორტების უმეტესობა არ მუშაობს. 11 ივნისს რუსავიაციამ მე-18-ჯერ გაახანგრძლივა ფრენების აკრძალვა რუსეთის ცენტრალური ნაწილისა და სამხრეთის აეროპორტებში, ამჯერად 18 ივნისამდე.

.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics