18:39 - 02 Nov, 2026
|
2022-06-15 16:26:35, 1184 ნახვა
მსოფლიო
სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმს თალიბანის დელეგაცია ესწრება
ისლამისტური რადიკალური მოძრაობა თალიბანის დელეგაცია, რომელიც ტერორისტულ მოძრაობად არის აღიარებული და აკრძალულია მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, , რუსეთის ფედერაციაში, სანქტ-პეტერბურგში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. SPIEF არის ერთ-ერთი მთავარი ყოველწლიური ღონისძიება რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობით, რომელიც მისი პატრონაჟით იმართება 2006 წლიდან. 2022 წელს უკრაინაში შეჭრისა და სანქციების გამო ფორუმს დასავლელი სტუმრები აღარ ესწრებიან. წელს ფორუმზე თალიბანთან ერთად აფრიკელი და აზიელი ბიზნესმენები მიიწვიეს. " პრესტიჟული ღონისძიების ნაცვლად ეს ფორუმი ტოქსიკური გახდა.'- წერს გამოცემა Bloomberg. სტუმრებს შორის იქნებიან "DPR" და "LPR"-ის არაღიარებული რესპუბლიკების ხელმძღვანელები დენის პუშილინი და ლეონიდ პასეჩნიკი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)