|
2022-06-15 13:26:20, 1418 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთის ვიცე-პრემიერი - ომი შესაძლოა უკრაინის ფარგლებს გასცდეს
დასავლეთის მხრიდან რუსეთთან ღია კონფრონტაციისა და მისი აგრესიის თავიდან აცილება უკრაინაში სისუსტის ნიშანია, - ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ გამოთქვა, იუწყება პოლონელი პოლიტიკოსის თქმით, ომის გავრცელება უკრაინის საზღვრებს გარეთ შესაძლებელია. მისი აზრით, ეს მოსკოვში ირაციონალური გადაწყვეტილებების შედეგად მოხდება, თუ რუსეთი ფრონტზე სერიოზულ დამარცხებას განიცდის ან „შიგნიდან არეულობა დაიწყება“. „ომის თავიდან აცილების ჩვენი აკვიატება გარკვეულწილად გვასუსტებს რუსეთთან ამ დაპირისპირებაში, რომელიც არანაირ ღირებულებებს არ სცემს პატივს“, - ხაზგასმით აღნიშნა იაროსლავ კაჩინსკიმ. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)