|
2022-06-15 12:27:24, 1999 ნახვა
კომენტარი
ლევან ჭოტორლიშვილი - ევროკავშირში მიღების დაპირება გეოპოლიტიკის იარაღია, კანდიდატის სტატუსი არაფერს არ ნიშნავს
ევროკავშირში მიღების დაპირება გეოპოლიტიკის იარაღია. უკეთესი ცხოვრების დაპირება გახდა სატყუარა რომლითაც მოიპოვეს ჩვენი ლოიალობა საკუთარ ინტერესებში. ისარგებლეს იმით რომ ღარიბი ქვეყნის მოტყუება კარგი ცხოვრების დაპირებით იოლია - ამის შესახებ Facebook-ზე გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი წერს. „ევროკავშირში მიღების დაპირება გეოპოლიტიკის იარაღია. უკეთესი ცხოვრების დაპირება გახდა სატყუარა რომლითაც მოიპოვეს ჩვენი ლოიალობა საკუთარ ინტერესებში. ისარგებლეს იმით რომ ღარიბი ქვეყნის მოტყუება კარგი ცხოვრების დაპირებით იოლია. ნახევარი საუკუნის წინ თურქებს დაპირდნენ იგივეს. რასაკვირველია თურქეთს არ მიიღებენ, მითუმეტეს არ მიიღებენ საქართველოს რომელიც თურქეთის აღმოსავლეთით მდებარეობს. ევროკავშირს რომც უნდოდეს ჩვენი მიღება, თურქეთი არ მისცემს საშუალებას, თურქეთის გვერდის ავლით მიგვიღონ ჩვენ. თურქეთი რომელიც შვედეთის და ფინეთის ნატოში მიღებას ბლოკავს, გაცილებით იოლად დაბლოკავს საქართველოს მიღებას. დახედეთ რუკას. არ არსებობს ევროკავშირის წევრი არცერთი ქვეყანა რომელსაც ევროკავშირთან სახმელეთო კავშირი არ აქვს. საქართველო კი დაშორებულია ორი ათასი კილომეტრით. ჩვენგან განსხვავებით მოლდოვა ევროპაა, რუმინეთის ნაწილი. უკრაინის ტერიტორია დნეპრის დასავლეთით ასევე ევროპაა. აღარაფერს ვამბობ ბელორუსზე რომელიც საერთოდ ისტორიული პოლონეთია, ბელორუსული ენა კი პოლონური დიალექტი. ამ სამი ქვეყნის ევროკავშირში მიღებას ეწინააღმდეგება რუსეთი. ჩვენ შემთხვევაში კი არსებობს სხვა წინააღმდეგობა: თურქეთი და გეოგრაფია. უკეთესი ცხოვრების დაპირების გამო, საკუთარი იდენტობის და გეოპოლიტიკური მდებარეობის უგულვებელყოფამ დიდი ეკონომიკური. პოლიტიკური და კულტურული ზიანი მოგვიტანა. საქართველოს პოლიტიკა არ შეიძლება ილუზორულ პერსპექტივებზე იყოს დაფუძნებული. რასაკვირველია ეს არ ნიშნავს ოფიციალურად უარის თქმას. დაპატიჟება თავაზიანად უნდა მივიღოთ, მაგრამ ვაგრძნობინოთ რომ ვიცით რომ იტყუებიან“ - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)