04:53 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 13:48:23, 1670 ნახვა

საზოგადოება
5 ივლისის შემდეგ 20 ივნისი - დაუსჯელი ძალადობრივი ჯგუფები პარლამენტთან კონტრაქციას აანონსებენ

ძალადობრივი, პრორუსული და ჰომოფობიური ორგანიზაცია "ალტ-ინფო" 20 ივნისს ევროპული კურსის მხარდასაჭერად გასულ მოქალაქეებთან დაპირისპირებას გეგმავს.

5 ივლისის დაუსჯელი ორგანიზატორები კონტრაქციას სწორედ იქ აანონსებენ, სადაც მოძრაობა "სირცხვილიას " აქცია შინ ევროპისკენ! არის დაგეგმილი.

როგორც რადიკალური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, მოქმედებაში იმ შემთხვევაში შევლენ, თუ 20 ივნისის სცენარი განმეორდება და "ნაციონალური მოძრაობა" ძალოვან სტრუქტურებს "დაესხმებიან". 

"20-დან 24 ივნისამდე იგეგმება 2 თუ 3 აქცია და არის იმის ალბათობა, რომ ორგანიზატორებმა სიტუაცია ესკალაციისკენ წაიყვანონ. 20 ივნისს ვაპირებთ ლოკაციებზე შორიახლოს ყოფნას, არსად კონკრეტულად არ გავდივართ, რომ ვინმემ რაღაც პროვოკაცია არ დაგეგმოს. თუ აქცია ჩატარდება ჩვეულებრივად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე, ჩვენც ჩვეულებრივად როგორც ვიკრიბებით, ისე დავიშლებით. 

ჩვენ რომ მოქმედებაში შევიდეთ, უნდა მოხდეს დაახლოებით 20 ივნისის სცენარი, როდესაც ვნახავთ, რომ ძალოვან სტრუქტურებს, სახელმწიფო ინსტიტუციებს ესხმიან ნაციონალური მოძრაობა და მისი ანასხლეტები. ჩვენ პოლიციის დაცვა არ ვართ. იმედი გვაქვს, რომ პოლიციას დაცვა არ დასჭირდება, მაგრამ თუ ამ ქვეყანას დასჭირდება, მხოლოდ პოლიციის იმედად არ ვიქნებით მხოლოდ". - ამბობს მორგოშია.

შეგახსენებთ, რომ "შინ ევროპისკენ" ამ სახელწოდებით აქცია 20 ივნისს გაიმართება, აქცია პარლამენტის შენობასთან 20 ივნისს, 20 საათზე დაიწყება, ხოლო 21 საათიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics