15:41 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 11:52:31, 1397 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი - ჩვენ ვმუშაობთ, რათა აღვკვეთოთ მარცვლეულის გაყიდვა, რომელიც სავარაუდოდ უკრაინიდან მოიპარეს

ამერიკის შეერთებული შტატები სხვა სახელმწიფოებთან მუშაობს, რათა უკრაინაში მოპარული მარცვლეულის გაყიდვა,- ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას მისი დემოკრატიის დაცვაში.

„ჩვენ ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან, რათა აღვკვეთოთ მარცვლეულის გაყიდვა, რომელიც სავარაუდოდ უკრაინიდან მოიპარეს“, – აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული სატვირთო გემი ლატაკიაში უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე მეორედ დააფიქსირეს, რომლის მეშვეობითაც დაახლოებით 30 000 ტონა მარცვლეულის გადატანა იქნებოდა შესაძლებელი.

ამასთან, მაისის დასაწყისში, უკრაინის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ოკუპირებულ რაიონებიდან რუსეთის ძალებმა 400 000 ტონაზე მეტი მარცვლეული მოიპარეს. ამჟამად, ერთი ტონა მარცვლეულის ღირებულება ბაზარზე დაახლოებით $400-ია. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics