15:39 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 10:11:53, 1555 ნახვა

მსოფლიო
POLITICO - ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების საკითხზე ნაკლებად დარწმუნებულია

მოლდოვამ და საქართველომ გააკეთეს განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოფიციალური პირები აცხდებენ, რომ ევროკომისიაში ძირითადად მხარს უჭერენ მოლდოვას,მაგრამ ისინი ნაკლებად არიან დარწმუნებულნი საქართველოს მიმართ, რომელიც განიცდის  პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას, - ამის შესახებ გამოცემა POLITICO იტყობინება

 მედიის ცნობით, ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს უკრაინისათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას.

დებატები კომისართა კოლეჯში მოჰყვა შაბათს კომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მოულოდნელ ვიზიტს კიევში, სადაც მან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად განიხილა უკრაინის წევრობის წინადადება. ეს იყო ფონ დერ ლეიენის მეორე ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრა.
ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ნათლად იყო გაცნობიერებული უკრაინელების მიერ გაღებული მსხვერპლი და აშკარად აღიარებული იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის ძლიერი გზავნილის გაგზავნის აუცილებლობა, რომ მან  უკრაინის თავის სავარაუდო გავლენის სფეროში დაბრუნების ყოველგვარი შანსი დაკარგა.

„კომისიას არ ავიწყდება, რომ უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ადამიანები დაიღუპნენ, სადაც ხალხს ესროლეს იმის გამო, რომ ისინი ქუჩებში ევროკავშირის დროშებით იმყოფებოდნენ“, - თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. „ახლა, ჩვენ არ შეგვიძლია ვუთხრათ მათ, „ბოდიში ბიჭებო, თქვენ არასწორ დროშებს აფრიალეთ მოლდოვამ და საქართველომ ასევე განაცხადეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ევროკომისიაში ძირითადად მხარს უჭერენ მოლდოვას,მაგრამ ისინი ნაკლებად არიან დარწმუნებულნი საქართველოს მიმართ, რომელიც განიცდის  პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას“,- წერს გამოცემა.

უკრაინის კანდიდატ ქვეყნად აღიარება საბოლოო ჯამში მოითხოვს ევროსაბჭოში 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურის ერთსულოვან თანხმობას, რომლებიც, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ბრიუსელში სამიტზე განიხილავენ საკითხს. ოფიციალურმა პირებმა და დიპლომატებმა განაცხადეს, რომ სულ მცირე სამი ქვეყანა ამ გადწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა

უკრაინის კანდიდატის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების ნებისმიერი შეფერხება ღრმა დემორალიზება იქნება უკრაინისთვის, რადგან შემოჭრილი რუსული ძალები აგრძელებენ ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთის  ტერიტორიების ოკუპაციას და ითხოვენ მთელი აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის დაპყრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics