|
2022-06-14 10:06:00, 2205 ნახვა
კომენტარი
კახი კახიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ვერ დაისჯება სანქციებით, ადამიანს ქვეყნის სიყვარულის გამო სანქციებს ვერ დაუწესებენ
ბიძინა ივანიშვილი ვერ დაისჯება სანქციებით, იმიტომ, რომ ადამიანს ქვეყნის სიყვარულის გამო სანქციებს ვერ დაუწესებენ. ეს ადამიანი არ არის მარტო, მას ჰყავს საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი საქართველოს მოსახლეობაში და მხოლოდ იმის გამო, რომ ვინმეს რამეს უნდა, ასე ვერ მოხდება. პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საზოგადოება ყოველთვის ყველაფერს ხედავს.- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა Postv-ის ეთერში განაცხადა. კახა კახიშვილის თქმით, რატომ არის, რომ ზოგიერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორი სხვანაირ ტონალობაში გვესაუბრება, რომელიც ცდება ყოველგვარ დიპლომატიური ეთიკის ნორმებს იმიტომ, რომ თავის დროზე ჩვენ ამის უფლება მივეცით, როდესაც არ უნდა მიგვეცა. 2003-2012 წლამდე სანქციაზე საუბარი კი არა, საერთოდ არაფერზე იყო საუბარი, შექების მეტი არ ყოფილა იმ პერიოდში. მე პირადად ვიყავი მისული ევროკავშირის მაშინდელ ელჩთან დიმიტროვთან, მარტო მე კი არა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ექსპერტები ვიყავით, რომ ამ საელჩოს მოდერაცია გაეწია ხელისუფლებასა და მომიტინგეებს შორის, რომ რამენაირად 26 მაისს შეტაკება არ ყოფილიყო პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. სხვათა შორის, საელჩოში გაუკვირდათ, რას ნიშნავსო, ახლა თქვენ რას მთხოვთ, რომ მე ხელისუფლებას ვუთხრა, ზეიმი და აღლუმი არ ჩაატაროსო? თუ იქნება, კანონიერი იქნებაო, ასეთი მიდგომა ჰქონდათ მაშინ“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)