|
2022-06-13 12:13:23, 921 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი 16 ივნისს უკრაინას ეწვევიან
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ხუთშაბათს, 16 ივნისს უკრაინას ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გაზეთი La Stampa ავრცელებს. ევროკავშირის სამი ქვეყნის ლიდერების ერთობლივი ვიზიტი G7-ისა და ნატოს სამიტამდე შედგება. მედიის ცნობით, ამ გზით ისინი აპირებენ გამოხატონ ევროკავშირის სამი უმსხვილესი ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მიმართ. აღსანიშნავია, რომ სამი ლიდერიდან არცერთი არ იმყოფებოდა კიევში მას შემდეგ, რაც რუსეთმა თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ამასთან, 24 თებერვლიდან უკრაინას უკვე ეწვია მსოფლიოს არაერთი ლიდერი, მათ შორის შეერთებული შტატებიდან და კანადიდან. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)