17:22 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-12 17:12:07, 1506 ნახვა

ომი უკრაინაში
Sunday Express - კიევი ოკუპანტების მიერ სიკვდილმისჯილი ბრიტანელების მედვედჩუკში გაცვლას არ გამორიცხავს

უკრაინა არ გამორიცხავს პრორუსი ოლიგარქი,  ვიქტორ მედვედჩუკი , ე.წ. დონეცკის რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯილი ბრიტანელების შონ პინერისა და ეიდენ ასლინის სანაცვლოდ  გაცვლას .ამის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი Sunday Express ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. 

გამოცემის ცნობით, უკრაინა მზად იქნება ასეთი გაცვლისთვის, თუმცა მიიჩნევს, რომ რუსეთი ამით „არ არის დაინტერესებული“. 

"ამ ადამიანების საკითხი განიხილეს ამ კვირაში საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრუსთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ, გვინდა მადლობა გადავუხადოთ გაერთიანებულ სამეფოს და აუცილებლად განვიხილავთ მედვედჩუკის გაცვლას", - დასძინა  წყარომ.

შეგახენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო მედიამ 9 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის ორი მოქალაქე, 28 წლის ეიდენ ასლინი და 48 წლის შონ პინერი სასამართლო პროცესზე იმყოფებოდნენ დონეცკში რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც ისინი დამნაშავედ ცნეს ქმედებებში, რომლებიც მიმართული იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და არაღიარებული ფსევდორესპუბლიკის "DPR"-ის ე.წ. კონსტიტუციური წყობის დამხობისაკენ. მათ  სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს მაროკოს მოქალაქე სააუდუნ ბრაჰიმთან ერთად.

რუსეთი ამტკიცებს, რომ ამ მოქალაქეებს „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად“ თითქოს „არ აქვთ სამხედრო ტყვეს სტატუსი“. ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ბრიტანელების გადასარჩენად დიდმა ბრიტანეთმა უნდა აწარმოოს დიალოგი ე.წ.დონეცკთან.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა დაგმო "DPR"  გადაწყვეტილება სამი უცხოელი მოხალისის სიკვდილით დასჯის შესახებ, რომლებიც იცავდნენ უკრაინას რუსი ოკუპანტებისაგან. მან აღნიშნა, რომ უცხოელები სამხედრო ტყვეები იყვნენ.შეერთებულმა შტატებმა ასევე  მოუწოდა რუსეთს დაემორჩილოს ჰუმანიტარულ სამართალს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics