17:22 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-12 16:33:39, 1366 ნახვა

ომი უკრაინაში
მერის მრჩეველი- ოკუპანტებმა მარიუპოლში მდებარე თავისუფლების მოედანს ლენინის მოედანი დაარქვეს

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის თავისუფლების მოედანს ლენინის მოედანი დაარქვეს,- განაცხადა მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ

ანდრიუშჩენკომ მოედანზე დანგრეული დამწვარი სახლების ფონზე ოკუპანტების მიერ აღმართული რუსული დროშის ფოტო გამოაქვეყნა.

"დამპყრობლებმა მარიუპოლის თავისუფლების მოედანს დაარქვეს ლენინის მოედანი და აღმართეს სამფეროვანი რუსული დროშა,"- განმარტა მარიუპოლის მერის მრჩეველმა.

შეგახსენებთ, რომ რუსებმა მარიუპოლში ისეთი პირობები შექმნეს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამგზავრება არ შეეძლო. მარიუპოლის მაცხოვრებლები იძულებულნი არიან გაიარონ ფილტრაცია, რომლის დროსაც ადამიანებს არ კვებავენ და დასცინიან.როგორც მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა,  ფილტრაციის ცენტრები ისეა მოწყობილი, რომ მას ადამიანი ვერ ტოვებს. ბოიჩენკოს თქმით, დამპყრობლებმა გახსნეს ოთხი ფილტრაციის ბანაკი. ყველა მათგანი მარიუპოლში ან მის გარშემოა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics