18:40 - 02 Nov, 2026
|
2022-06-12 15:49:02, 1208 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის პრეზიდენტი ყოფილ კანცლერ შროდერს რუსეთთან კავშირების გამო აკრიტიკებს
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გააკრიტიკა ყოფილი კანცლერი გერჰარდ შროდერი რუსეთთან საქმიანი კავშირების გამო. ბევრი რამ, რაც შროდერმა კანცლერობის დროს გააკეთა, მისმა საქციელმა დაჩრდილა,- განუცხადა შტაინმაიერმა Bild-ის საკვირაო გამოცემას. ”გერჰარდ შროდერის ჩართულობამ რუსულ ენერგეტიკულ ფირმებთან დატოვა კითხვები ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ჩვენი აღმოსავლეთ ევროპის მეზობლების მხრიდან”, - თქვა შტაინმაიერმა. შტაინმაიერი წარსულში მჭიდროდ თანამშრომლობდა SPD პარტიის კოლეგა შროდერთან. შტაინმაიერი შროდერის კანცელარიის 1999 წლიდან 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)