|
2022-06-10 14:58:45, 1250 ნახვა
მსოფლიო
პუტინი „რუსული მიწების დაბრუნების“ მცდელობის გამო საკუთარ თავს იმპერატორ პეტრე I-ს ადარებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავი მე-18 საუკუნის რუსეთის იმპერატორ პეტრე დიდს შეადარა და აღნიშნა, რომ მათ აქვთ ისტორიული სწრაფვა რუსული მიწების დასაბრუნებლად. პრეზიდენტმა ეს განცხადება ომპერატორისადმი მიძღვნილ გამოფენაზე გააკეთა. პუტინის გამოფენაზე ვიზიტამდე, სახელმწიფო ტელევიზიამ გაუშვა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც შეაქო პეტრე დიდი, როგორც მკაცრი სამხედრო ლიდერი, რომელიც მნიშვნელოვნად აფართოებდა რუსეთის ტერიტორიას შვედეთისა და ოსმალეთის იმპერიის ხარჯზე მის მიერ აშენებული მოდერნიზებული არმიითა და საზღვაო ფლოტით „როგორც ჩანს, ჩვენი წილიც არის, დავიბრუნოთ [რუსეთი] და გავაძლიეროთ [ქვეყანა]. და თუ ჩვენ გამოვალთ იქიდან, რომ ეს ძირითადი ფასეულობები ქმნიან ჩვენი არსებობის საფუძველს, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს წინაშე არსებული ამოცანების გადაჭრას,"- განაცხადა პუტინმა. რამდენიმეთვიანი უარყოფის შემდეგ, რომ რუსეთს უკრაინაში იმპერიული ამბიციები ამოძრავებს , პუტინმა, რუსეთის ამჟამინდელ სამხედრო მოქმედებები პეტრე I-ის მოღვაწეობასთან გააგივა. ”პეტრე დიდი აწარმოებდა ჩრდილოეთის დიდ ომს 21 წლის განმავლობაში. მან ის დაიბრუნა, რაც ისტორიულად რუსეთს ეკუთვნოდა," -აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა ხუთშაბათს მეფისადმი მიძღვნილი გამოფენის მონახულების შემდეგ. პუტინი, რომელიც უკვე 23-ე წელია ხელისუფლებაში იმყოფება, ცდილობს რუსეთის ქმედებები უკრაინაში, ისტორიული პარალელების წარმოდგენით გაამართლოს და ამტკიცებს, რომ უკრაინას არ აქვს რეალური ეროვნული იდენტობა ან სახელმწიფოებრიობის ტრადიცია.
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)