10:39 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 14:16:10, 1375 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილი თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარეს, ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს და  თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) წარმომადგენლებს შეხვდა.

უწყების ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილეს.

გიორგი ხანიშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად ისაუბრა მეცხოველეობის, ბაგური მეცხვარეობის, ჩაის, კენკროვანი და მარცვლეული კულტურების განვითარების პოტენციალზე და ყურადღება „იმერეთის აგროზონაზე”  - სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების შესაძლებლობის საკითხზე გაამახვილა.

როგორც ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ აღნიშნა, საქართველო თურქეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics