|
2022-06-09 11:04:27, 1661 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენი დონბასის ბედი ახლა იქ, სევეროდონეცკში წყდება
სევეროდონეცკი დონბასში დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება. ეს არის ძალიან სასტიკი და ძალიან რთული ბრძოლა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეების შედეგებით, დონბასში დაპირისპირების ეპიცენტრად სევეროდონეცკი რჩება, სადაც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული და სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს. „ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს და დიდ ზარალს ვაყენებთ მტერს. ეს არის ძალიან სასტიკი ბრძოლა, ძალიან რთული. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამ ომში. მადლობელი ვარ თითოეული მათგანის, ვინც ამ მიმართულებით იცავს. დონბასის ბედი სწორედ იქ წყდება“, - განაცხადა ზელემსკიმ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ლუგანსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ სევეროდონეცკში საომარი მოქმედებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ახლა ქალაქის უმეტეს ნაწილს ოკუპანტები აკონტროლებენ, სადაც კვლავ გრძელდება მძიმე ბრძოლები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)