17:01 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 20:06:57, 1348 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ოკუპანტებმა გააცნობიერეს, რომ უკრაინაში პერსპექტივა არ აქვთ

ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდომირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით,  ოკუპანტებმა გააცნობიერეს, რომ უკრაინაში პერსპექტივა არ აქვთ.

"31 000 რუს ჯარისკაცზე მეტი დაიღუპა უკრაინაში. უკრაინის წინააღმდეგ აბსოლუტურად უაზრო ომის საფასურს რუსეთი დღეში თითქმის 300 სიცოცხლით იხდის. მოვა დღე, როდესაც დაღუპულთა რიცხვი მიაღწევს რუსეთისთვის მიუღებელ ნიშნულს. ოკუპანტების კონტინგენტის უდიდესმა ნაწილმა შესანიშნავად გააცნობიერა, რომ მათ უკრაინაში არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ, არა თქვენი მონები". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics